• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კითხვები გაუგზავნა „ალიამ“ ამირან გამყრელიძეს და რატომ უპასუხა მხოლოდ ერთს?

ალია ავტორი - ალია
19:58 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სოციალური ქსელით პასუხობს ჟურნალისტთა კითხვებს.

“ალიამ” დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადააგზავნა რამდენიმე კითხვა – და ბატონმა ამირანმა მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა, ეს კითხვაა:

  1. დღეს კეთდება მძაფრი განცხადებები, მაგალითად, კუბოებს ვერ დაითვლით, ინფიცირებულთა სწრაფი მატება მოხდება, თუ ხალხი წავა ეკლესიაში აღდგომის ღამეს – სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიაში დისტანციის გათვალისწინებით დგომა ამ შედეგს მოიტანს? თუ აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, არ გვეყოლება 5 000 ინფიცირებული და 150 კრიტიკულად მძიმე პაციენტი (5 ათასი ინფიცირებულის 3 პროცენტს ვანგარიშობ, რადგან ამბობთ, რომ მინიმუმ 5 ათასით და მაქსიმუმ 8 ათასით მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და სიკვდილიანობა კი 2-დან 5 პროცენტამდეა) აიღებთ პასუხისმგებლობას და პანდემიის დასრულების შემდგომ დატოვებთ თანამდებობას? რამდენად ხართ თქვენი სიტყვების სიმართლეში დარწმუნებული დღეს? 12 რიცხვში თქვენი პროგნოზის მიხედვით, უნდა გვყოლოდა 400 ინფიცირებული, დღეს 16 აპრილია და 336 ინფიცირებულია, ახლაც რომ შესცდეთ, საბედნიეროდ?

ამირან გამყრელიძე:

დღეს მძაფრი განცხადებები გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მოწიწებით გთხოვთ, წელს აღდგომის დღესასწაულის ფორმატი შევცვალოთ, ჩვენ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე.

ექიმი ვარ, იძულებული ვარ გითხრათ ამ საშიშროებაზე. მეტად აღდგომის შესახებ სხვა კითხვას აღარ ვუპასუხებ, ბევრი კითხვაა ამ თემაზე შემოსული.

მხოლოდ “ალიას” ვუპასუხებ, რომელიც მეკითხება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, დავტოვებ თუ არა თანამდებობას?

ღმერთმა ქნას, რომ ჩემი პროგნოზი, რასაც ვამბობ, ცუდი განვითარების სცენარი ამ სიტუაციის და ამ ეპიდემიის, ორი ხელის აწევით გეუბნებით, ნეტავ არ გამართლდეს, თუ არ გამართლდა – მაშინ გაძლევთ “ალიას” პირობას, რომ პირველი თქვენ მოგცემთ ინტერვიუს და მეორე დღეს წავალ თანამდებობიდან.

თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც მთავრობა, სახელმწიფო, ჯანდაცვის მუშაკები გვეუბნებიან, გვექნება მდგომარეობა რთულად და ეპიდემიის პიკის იქნება რთული.

თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, სიტუცია იქნება მოვლადი.

რიცხვები მოჰყავს “ალიას” რომელიც ვთქვი, რომ იქნებოდა 400 ინფიცირებული – კი ბატონო, შევცდი, შევცდი 50-ში, მაგრამ, ძალიან კარგია რომ შევცდი, ვაღიარებ, ნაკლები დაფიქსირდა, მაგრამ მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, ცეცხლს ვეთამაშებით.”

“ალია”:

მართალია, ამირან გამყრელიძემ, “ალიას” ამ კითხვას უპასუხა, მაგრამ – უნდა გითხრათ, რომ პირველი იყო “ალია” რომელმაც ჰკითხა, რამდენი ექიმი გვყავს ამ 4000 საწოლისთვის, რამდენი ექთანი, რატომ ვრცელება სასუნთქ აპარატებზე განსხვავებული ინფორმაცია, რა გველის, თუ სცენარი ცუდად განვითარდა და რომელი პროფესიის ექიმების გამოყენება შეუძლიათ ამ ეპიდემიის დროს – ამ კითხვაზე, რომელიც დღეს კი არა, წინა ბრიფინგებზე დავსვით, ორჯერ ზედიზედ – პასუხი არ გაუცია.

პასუხი არ მიგვიღია “ალიას” კითხვაზე – რატომ არ დევს არსად ასაკობრივი სტატისტიკა – რამდენი ადამიანი დაავადდა 0-დან 14 წლამდე, 14-დან 18 წლამდე და ასე შემდეგ – არ იკვლევს ასაკობრივ სტატისტიკას არავინ? – დღემდე არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხი.

ბატონმა ამირანმა არ გვიპასუხა კითხვაზე – სად წავიდა ის ძველი პროგნოზები – პიკი გვექნება 4 კვირაში 26 თებერვლიდან, პიკი იქნება 6 კვირაში 25 თებერვლიდან და ყველას გვახსოვს ჯანდაცვის მინისტრის განცხადება – პიკი შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს – რა იწვევს პროგნოზების არამდგრადობას?

არ გვიპასუხა კითხვაზე – როცა ჯანმო მსოფლიო პანდემიაზე საუბრობდა – თქვენ ამბობდით, რომ ეს ვირუსი არ არის მკვლელი – “ალია” წერდა, რომ კი, მკვლელია, დიდი გავრცელების შემთხვევაში, ექიმები არ გვეყოფა და ესაა ამ ვირუსის მომაკვდინებელი ძალა. “ალიას” ყველა პასუხობდა, რომ პანიკის დრო არაა. ახლა რას ვხედავთ – ადამიანებს გაუქრათ შიში, მოდუნდნენ – ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ პირველი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა? – არც ამ კითხვაზე გვიპასუხეს.

ძალიან საინტერესო კითხვა იყო და ამ წუთამდე არც არავის გაუცია პასუხი – როგორ ვაპირებთ ექიმების დასვენებას – რა სისტემით და როგორ ვასვენებთ? ჩვენ კარგა ხანია გვესმის, რომ ექიმები არიან დაღლილები, უძინარნი – არადა წინ პიკია და ვირუსის ფართო გავრცელების საფრთხე – ახლა თუ არ დავასვენებთ, ახლა თუ არ ჩავანაცვლებთ იმ ექიმებით, რომლებიც აღწერილი გვყავს და მხოლოდ პიკის დროს ვაპირებთ გამოყენებას – მერე შეიძლება გვიანი იყოს, ასევე, ექიმებისთვის აუცილებელია, საკარანტინო სივრცეები, რომ ცვლიდან ცვლამდე, სახლში კი არ წავიდნენ, განცალკევებულად დაისვენონ და ოჯახი არ ჩააგდონ საფრთხის ქვეშ – როგორ ვიცავთ ექიმებს და მათ ოჯახებს? – როგორც ზემოთ გითხარით, ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

“ალიამ” იკითხა – თუ ნახა ბატონმა ამირანმა, როგორ დატოვეს დედაქალაქის ჩაკეტვისთანავე ადამიანებმა თბილისი მასობრივად – რას ფიქრობს, შეუწყოს თუ არა ხელს რეგიონში ასე მასობრივი გადაადგილება ვირუსის სწრაფ ზარდას? – არც ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი.

“ალიას” აინტერესებდა, რა გააკეთონ იმ პაციენტებმა, რომლებიც ჯერ კიდევ კორონავირუსის გამოჩენამდე მკურნალობდნენ პლაქველინით და ახლა ვერც ერთ აფთიაქში მას ვერ ყიდულობენ. არც ამაზე გაუცია ვინმეს პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ წამლის მარაგი გვაქვსო, ყველა ერთ ხმაში გვპირდებოდა.

ზოგ ქვეყანაში ნიღბების ტარება გახდა სავალდებულო – რატომ? და ხომ არ აპირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მსგავსი რეკომენდაციის გაცემას? – არც ამ კითხვაზე გვიპასუხა.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები “ავღწერეთ”, ჯერ არ ვანაცვლებთ იმ ექიმებს, რომლებიც, როგორც გვეუბნებიან, დღე და ღამე მუშაობენ – და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, პიკს ელოდე და ექიმების დასვენებაზე არ იფიქრო – მაგრამ – რატომღაც ისე მოხდა, რომ ორი სტუდენტი, პრაქტიკანტი მოხვდა კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან ერთ-ერთ კლინიკაში და დაინფიცირდნენ – როგორ აღმოჩნდნენ პრაქტიკანტები მძიმედ ინფიცირებული ავადმყოფის გვერდით? – არც ამ კითხვაზე გაგვცა ბატონმა ამირანმა პასუხი.

“ალიას” ის კითხვაც ახსოვს, ჯერ კიდევ მარტში დასმული, მხოლოდ ჩვენ, “ალიამ” რომ დავუსვით ბატონ ამირანს, გვითხრა კიდეც, ეს კითხვა მხოლოდ თქვენ დასვით, პასუხი კი ვიცი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის და გპირდებით, პირველს თქვენ მოგცემთ კომენტარსო, მაგრამ, მერე ისე მოხდა, რომ ისევე, როგორც თქვენ, “ალიამაც” ტელევიზიით მოისმინა, თავის დასმულ კითხვაზე პასუხი…

ხოდა, ზოგი ცხარობს ახლა, რატომ დასვა “ალიამ” ეს კითხვაო – იმიტომ რომ სხვა კითხვებზე არ გვიპასუხეს და როგორც ხედავთ, ზუსტად ის კითხვა დავსვით, რაზეც გვიპასუხეს.

კიდევ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გვირეკავს “ალიას” და გვეკითხება, მართლა თქვა ბატონმა ამირანმა რომ 12 აპრილს 400 ინფიცირებული გვეყოლება და 19 აპრილს 1200 მდეო? – კი, ვპასუხობთ, რომ მართლა თქვა – და თუ იქ შეეშალა, საბედნიერო, ხომ შეიძლება ახლაც ეშლებოდეს, ასეთი დარწმუნებული რატომ არის ეკლესიასთან მიმართებაში? – “ალიას” ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა ჰქონოდა ამირან გამყრელიძეს და კითხვა დავსვით იმ ფორმით, რომელ ფორმაზეც, გვიპასუხებდა.

ჩვენი მოვალეობა კითხვის დასმაა და კითხვა შეიძლება ვიღაცას არ მოწონოს, ვიღაცას მოწონოს, აქ მთავარია, პასუხმა დაგაკმაყოფილოთ! ეს ის კითხვებია, რაც მოსახლეობაში ჩნდება და ჩვენ გვაქვს მისი გახმოვანების საშუალება და ვსარგებლობთ ამ უფლებით!

ვიცით, რომ ამ სიტუაციაში პროგნოზი შეუძლებელია, ისიც ვიცით, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ამისთვის უამრავი მადლობა მიიღეს, მათ შორის „ალიასგან“ და დიდ პატივისცემას ახლაც ვაფიქსირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ დასვას, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს.

„ალია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved