• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“45 წლიდან ზემოთ ყველა თავს ვიმშვიდებთ, რომ “გული არ ბერდება“ და “ასაკი მხოლოდ ციფრებია“ – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
13:35 03-23-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590
ჟურნალისტი, თეა გვასალია:
“ახალგაზრდები ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებენ, მაგრამ 45 წლიდან ზემოთ ყველა ვთანხმდებით, უფრო სწორად, თავს ვიმშვიდებთ, რომ „გული არ ბერდება“ და „წლები მხოლოდ ციფრებია“. „შენ არ იცვლები“, ვეუბნებით დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მართლა გვინდა რომ ასე იყოს: დრო გადიოდეს, ჩვენ კი ისევ ხუჭუჭები და პატარები ვიყოთ. სინამდვილეში გარეგნობაც გვეცვლება, ინტერესებიც და პრიორიტეტებიც, მაგრამ ზოგიერთები ამას ღიმილით ვიღებთ და „გაგებით ვეკიდებით“, ზოგისთვის კი თმის ყოველი გათეთრებული ღერი და თვალებთან გაჩენილი, მიმიკური ნაოჭებიც ტრაგედიაა. ასეთები ჟამთა სვლას ხან ტუჩების დაბერვით ებრძვიან, ხან ბოტოქსით და ხანაც ოქროს ძაფებით გადამტკიცული სახის კანით. მე პირველ კატეგორიაში გავდივარ, მაგრამ მეორეს მეტ პატივს ვცემ სიმამაცისა და თავგანწირვისთვის. აბა მე რა უნდა მომცე, რომელი ბრედლი კუპერის ან ხოსე მარია მანსანარესის გულის დაპყრობას უნდა შემპირდე, რომ საკუთარი ნებით ვიჩხვლიტო ნემსი და მიმიკურ კუნთებში გაწმენდილი და დასუსტებული, მაგრამ მაინც შხამი – ბოტულოტოქსინი შევიყვანო.
ასაკის მატებასთან ერთად იმასაც ხვდები, რომ საკუთარი შვილების გარდა, ბევრი არავისთან ხარ ანგარიშვალდებული, რაც საშუალებას გაძლევს ისე მოიქცე, ჩაიცვა და ილაპარაკო, როგორც გინდა. უკვე იცი, რომ ამ ქვეყნად არც ერთი კაცისთვის/ქალისთვის არ ღირს ნერვების აშლა და ინსომნია. ჰაერში ოცნების კოშკებს აღარ აგებ და ადამიანს იმის მიხედვით კი არ აფასებ, რისი გაკეთების პირობას იძლევა, არამედ იმით – აქამდე რაც გაუკეთებია.
ასაკის ყველაზე დიდი სიკეთე მაინც, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ყოფილა. აი, დღეს, საგაზაფხულო შარვლები და სხვა ტანსაცმელი ამოვალაგე და აღმოვაჩინე, რომ M ზომა ჩემი აღარ იყო. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ასეთ შემთხვევაში, რაციონიდან ტკბილს და ცომეულს ამოვიღებდი და შვიდის მერე აღარფერს გავეკარებოდი, დღეს უკეთესი გამოსავალი ვიპოვე, L ზომა ტანსაცმელი ვიყიდე და ისეთი გემრიელი მოცხარის კექსი გამოვაყოლე ხელს, რომ ორდღიანი ნეტარება გარანტირებული მაქვს.
როგორც მანუ ჩაო მღერის “La vida son dos días y uno y medio llueve” ანუ, ცხოვრება ისედაც ორი დღეა და აქედან დღენახევარი წვიმსო. ჰოდა, ძალიან ვეცადოთ, იმ დარჩენილი, მზიანი ნახევარი დღიდან მაინც, ისეთი ემოციები გავიყოლოთ, ბავშვობაში რომ გვეუფლებოდა ფანჯრიდან შემოჭრილი, ივნისის მზის პირველი სხივების დანახვაზე, როცა გულუბრყვილოდ გვჯეროდა რომ ზაფხულის არდადეგების დამთავრებამდე ჯერ უსასრულო დრო იყო დარჩენილი, თვით არდადეგები კი საოცარ თავგადასავლებს გვპირდებოდა.
„უსასრულოთი“ თავს ვეღარ მოვიტყუებთ, მაგრამ ჩვენი სასრული ცხოვრებიდან ის ბალასტი რომ მოვიშოროთ, რასაც სხვების დასანახად ან სხვებისთვის თავის მოსაწონებლად ვაკეთებთ, ცხოვრება გაცილებით ლაღი, მსუბუქი და საინტერესო იქნება, მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს და ვინძლო არდადეგებზე ვერახდენილ, იმ „საოცარ თავგადასავლებსაც“ გამოვკრათ ხელი.”
თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved