• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 21 მარტის ახალმთვარეობა? – რამაზ გიგაურის რჩევები

ალია ავტორი - ალია
19:05 03-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,488

ასტროლოგი რამაზ გიგაური 21 მარტის ახალმთვარეობაზე:

„> 21 მარტს, თბილისის დროით 21:23 საათზე ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში იქნება. მისი გავლენა გაგრძელდება შემდეგ ახალმთვარეობამდე (20 აპრილამდე).
> ვერძის პირველი გრადუსი სიმბოლურად მიანიშნებს ცნობიერების გაფართოების დაწყებაზე, ინიციატივის გამოვლენაზე და ახალი ფორმების ძიებაზე.
ეს ახალი ასტროლოგიური წლის პირველი ახალმთვარეობაა, რომლითაც ახალი ერთწლიანი ციკლი დაიწყება. თუმცა თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ახალი ასტროლოგიური წელი 21 მარტს, თბილისის დროით 1:25 საათზე დადგება. სწორედ ამ დროს მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში. ეს იქნება გაზაფხულის ბუნიაობა და ასტროლოგიური ახალი წელი. ეს უკავშირდება ბუნების განახლებას და „ნამდვილ“ (არაკალენდარული) გაზაფხულის დაწყებას.
> ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით, ის ერთთვიანი პერიოდია, რომელიც გახდება მომდევნო ერთწლიანი ციკლის პირველი იმპულსი, პირველი ამოსუნთქვა და „დაბადება“. ეს შეიძლება შევადაროთ ახალშობილის პირველ ტირილს და ჰაერის პირველ ჩასუნთქვას, რომლითაც იწყება სიცოცხლე.
> საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-5 ასტროლოგიურ სახლში დაფიქსიდება, ამიტომ ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გახდება ბავშვებთან დაკავშირებული თემები, სწავლასთან, თამაშებთან და საერთოდ, ბავშვების ცხოვრებასთან, უსაფრთხოებასთან და გართობასთან დაკავშირებული თემები. გარდა ამისა, მოსალოდნელია ასევე გააქტიურდეს კინოსთან და თეატრთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული თეატრალურ სამყაროსთან დაკავშირებით ისეთმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ უსიამოვნო გარემოებაში ჩააყენებს. ასევე მოსალოდნელია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თემების წინ წამოწევაც. შეიძლება ეს იყოს ტოტალიზატორებისა და კაზინოების თემატიკის გააქტიურება და საერთოდ, სათამაშო ბიზნესის დღის რეჟიმში შემოსვლა. მუნდანურ ასტროლოგიაში მე-5 სახლი მიანიშნებს პარლამენტის მუშაობაზეც, ამიტომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები წინა პლანზე წამოვა და პარლამენტს მოუწევს ბევრი რთული საკითხის შესახებ საკუთარი პოზიცია აქტიურად გამოხატოს. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის დაპირისპირება.
> ზოგადად, 21 მარტი არასასურველია ახალი საქმეების დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. თუმცა ეს დღე სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის (დამდეგი მთვარის თვის) დაგეგმისთვის. მზესა და მთვარესთან შეერთებაში იმყოფება ნეპტუნიც, რაც მიანიშნებს, რომ 21 მარტიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაზრდილი იქნება ილუზიის და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა. პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომით ამ ილუზიური გარემოებების თავიდან არიდება შესაძლებელი გახდება.
> ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
* ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 20-22 მარტის შუალედშია დაბადებული);
* ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (ლომი და მშვილდოსანი);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოს პირველ გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული.“

 

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved