ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“ესე იგი, ამათ გონიათ, თავად თუ იტყვიან, ყველაფერი შევასრულეთო, ევროპაში თავს დაუქნევენ?
გასაგებად გვითხრეს ვენიციის კომისიის პირით, რომ სასმართლო რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და იუსტიციის საბჭოდან კლანია მოსაშორებელიო და ვითომც არ გაუგიათ.
ანუ ტიპები მზად არიან, სააკაშვილის და ადეიშვილის მოყვანილ მოსამრთლეებს გადააყოლონ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ოღონდ ჩინჩალაძე-მურისიძის კლანს არ შეეხონ და მზად არიან კანდიდატის სტატუსიც კი დათმონ და საკუთარი ხელსიუფლებაც დააყენონ რისკის ქვეშ, რადგან სტატუსის ვერმიღებას თბილისის ქუჩებში რა მოყვება, წესით კარგად უნდა მიმხვდარიყვნენ უკვე. მაგრამ ადეიშვილის მოსამრთლეების კარგად ყოფნა უფრო ძვირფასია.”
კომენტარები