• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიმართვა ბ-ნ იაგო ხვიჩიას! თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მინიმუმ თავი როგორ დაიცვას და მეზობელს როგორ დაეხმაროს!“ – მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:24 03-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” თავმჯდომარის, უფლებადამცველი მარი საბიაშვილის მიმართვა იაგო ხვიჩიას. 

„-მიმართვა ბ-ნ იაგო ხვიჩიას ?
ესეიგი, გავეცანი ბ-ნ იაგო ხვიჩიას მოსაზრებას, თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით და ერთს გეტყვით ბატონო იაგო, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, არ გეთანხმებით და ვერასდროს დაგეთანხმებით.
ეს კოდექსი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხელს უწყობს თავდაცვის სისტემაში “მოხალისეობის” სტატუსის განსაზღვრას, რაც სამომავლოდ ემსახურება სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერებას და ეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მინიმუმ თავი როგორ დაიცვას და მეზობელს როგორ დაეხმაროს.. თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს საინფორმაციო ომში, თუ ამის საჭიროება ქვეყანას დაუდგება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კრიზისზებზე რეაგირება.. თითოეული მოქალაქე უნდა დადგეს მედგრად ქვეყნის დასაცავად.
გსმენიათ რას ემსახურება მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” და ზოგადად სხვა მოხალისეთა ორგანიზაციები?- სწორედ ამ ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და თუ არა თავდაცვის კოდექსი, ამას ვერ შევძლებთ.
მესმის, აღშფოთება თქვენმა მღვდელმსახურების ჯარში გაწვევამ გამოიწვია, მაგრამ ამით ზიანს ნუ აყენებთ ქვეყანას. მე შემახვედრეთ ეგ “მღვდელმსახურები” და ნახავთ, თუ ყველა არ წამოვა მინიმუმ მოხალისედ.
მეტიც, თქვენც უნდა წამოხვიდეთ და როცა დასჭირდება ქვეყნას, დაეხმაროთ.
პირადად შევალ აუდიტორიებში სტუდენტებთან და ავუხსნი, რომ ჯარში აუცილებლად უნდა იმსახურონ, რეზერვში აუცილებლად უნდა წავიდნენ, მოხალისეები აუცილებლად უნდა გახდნენ.. ისრაელში ქალებიც კი მიდიან და ჩვენ, როცა ისედაც ძალიან ცოტა ვართ, მითუმეტეს თითოეული ადამიანის რესურსი გვჭირდება..
დღეს მოხალისეები მყავს ქალბატონებიც და მამაკაცებიც, მათ შორის შშმ- სტატუსის მქონე პირები სწორედ იმიტომ, რომ ყველას რესურსი შეიძლება გამოადგეს ქვეყანას და თქვენ რას აკეთებთ? ცდილობთ ეს ყველაფერი მოსპოთ?
სტუდენტები არ წავლენ სავალდებულო ჯარში, მათ განათლება უნდა მიიღონ, მაგრამ ისინი წამოვლენ რეზერვში და მოხალისეებად, საკუთარი სურვილით, აი ნახავთ თუ არა. მე ვიძახი ამას და ასეც იქნება ზუსტად ვიცი. ეს სხვა თაობაა, ქვეყანა რომ უყვართ და თქვენი პოლოტიკა ფეხზე რომ ჰკიდიათ, ეს ის ხალხია. სწორედ განათლებული ახალგაზრდები სჭირდება ქვეყანას, ვინც თავდაცვის მიმართულებითაც მომზადებულია.
ზოგადად, გირჩმა არაერთი ხარვეზი იპოვა კანონმდებლობაში და ჭკვიანები ნამდვილად ხართ, თუმცა, ეს თქვენი განათლება და სიჭკვიანე, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა მიმართოდ. მე ასე მესმის “კაი ტიპობა”.
მოკლედ, ბატონო იაგო, ჩემი თხოვნაა, ნაცვლად კოდექსის კრიტიკისა და “ეშმაკობისა” -როგორმე მოქალაქეები დააძვრინოთ სამხედრო სამსახურიდან, გირჩევთ საკუთარი სურვილით შემოუერთდეთ ჩვენს რიგებს და ერთად ვემსახუროთ საქართველოს !!! ?????? ??❤️
პ.ს
ვერავინ დამაბრალებთ მიკერძოებას რომელიმე პარტიისადმი. მე ჩემს ქვეყანას უნდა ვემსახურო თქვენიანად ❤️“
თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved