• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაასაჯაროვეთ ყველას შემოსავალი და მიზნობრიობა, იმ ფულის, სამშობლოს გაყიდვაში რომ იღებენ” – იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
12:06 03-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,006

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:

“ეს სხვისი კედლიდან, პოსტი.
მე ვამატებ:

ჩვენი ‘მეგობრები’ ძალიან ზრუნავენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და მიწასთან გავსწორდეთ, მათი რუსეთთან ანგარიშსწორების მიზნების გამო- ვხედავთ, მეორე წელია არ გააჩერეს უკრაინის ომი. მიწასთან გაასწორეს ის სამოთხე ქვეყანა.
და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობას აწყობს, ამა თუ იმ ‘პატრიოტული’ მიზეზით, ჩვენი ქვეყნის გადაბუგვაში მონაწილეობს, ’პატრიოტიზმის’ ფარით.

მერე იმ ფულიანად, პროვოკაციებში რომ უხდიან, დაახვევენ თბილ ქვეყნებში და ხალხი კი გაიჟლიტება.

ელემენტარულია.

გაასაჯაროვეთ ყველას შემოსავალი და მიზნობრიობა, იმ ფულის, სამშობლოს გაყიდვაში რომ იღებენ.

***

დეკანოზი ბიძინა გუნია:

“5-6 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიმიწვიეს სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსების თაობაზე.

წამყვანმა ვახო სანაიამ ასეთი კითხვა დამისვა: – ნუთუ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს თუ რაში ხარჯავს საპატრიარქო ამ 25 მილიონსო. მე მას ვუთხარი – რა საკვირველია უნდა იცოდეს, მაგრამ ეს საკითხი იმდენად გამჭვირვალეა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა არამართებულად მიმაჩნია – თქო.

ამის შემდეგ გადმოვიღე გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ და მუხლობრივად ჩავიკითხე პუნქტები, თუ რაში ხარჯავდა საპატრიარქო ამ 25 მილიონს.

ამის შემდეგ ვახო სანაიას პირდაპირ ეთერში ვკითხე:

თუ შეიძლება მოუხმოთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელნიც მკერდში მჯიღს იცემენ საქართველოს კეთილდღეობაზე საუბრისას, და თუ შეიძლება მათ დაფინანსებაზე ღიად ვისაუბროთ თქო. ეს კითხვა ვახო სანაიას რამდენიმე თვის შემდეგაც დავუსვი ღია ეთერში. ორივე შემთხვევაში სანაიამ აღმითქვა ასეთი გადაცემის მოწყობა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. რა თქმა უნდა იმ ტელევიზიების მესვეურნი სადაც მიმიწვია სანაიამ, მსგავს გადაცემას არ დაუშვებდნენ. აი ასეთია მათი „სიმართლე“.

საპატრიარქოს შესახებ ფინანსები უნდა გასაჯაროვდეს (რაც ისედაც გასაჯაროებულია), ხოლო ენჯოები ხელშეუხებელნი არიან. არა ერთი მათგანი ცდილობს თავს მოგვახვიოს არატრადიციული ცხოვრების წესი, ვგულისხმობ გენდერის თეორიას და ლჯბტ ცხოვრების წესის პროპაგანდას, რაც ყოვლად მიუღებელია.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერევიან სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების, სასამართლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის, ოჯახის, საგანმათლებლო სფეროს, სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოებისათვის აქტუალურ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში.

თითქოსდა ამ ჩარევას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, სინმადვილეში კი ისინი ზედამხედველობით და იმპერატიულ ხასიათს ატარებენ და თუ მათი ესა თუ ის რეკომენდაცია არ შესრულდა, იწყება მძლავრი ზეწოლა ადრესატებზე.

საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ტოტალური ჩარევის ფონზე თვალში საცემია მათი განულებული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რაც არაერთ სამართლიან კითხვას ბადებს.

7 კითხვა საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს

1. ვისი სახელით ესაუბრებით საქართველოს მოქალაქეებს?

2. ვის წინაშე ხართ ანაგარიშვალდებულნი?

3. რატომ არ შეიძლება, მეტი გამჭვირვალობისათვის, გასაჯაროვდეს თქვენი დაფინანსების წყაროები და ოდენობა?

4. რა პროექტებს ახორციელებთ საქართველოში, ვისი დაკვეთით და ზედამხედველობით?

5. თქვენს მიერ განხორციელებული პროექტები შესაბამისობაშია თუ არა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებთან? ვინ წყვეტს ამ საკითხს, ან ვის ექსპერტიზას გადის ეს პროექტები?

6. აგენტი შეიძლება ნიშნავდეს:

ა) პირს, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით;

ბ) იურიდიულ, ან ფიზიკურ პირს, რომელიც

სხვა პირის სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს;

გ) სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელს (რწმუნებულ პირს), მაგალითად სოციალურ აგენტს, დაზღვევის აგენტს, ტურაგენტს (ტურისტულ აგენტს), სარეკლამო აგენტს და სხვა… ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, რატომ არ მოგწონთ „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელი?

7. ფიქრობთ თუ არა, რომ, თუ ფართო საზოგადოება ზემოდასმულ ექვს კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებს, რაც ერთობ გაზრდის თქვენს გამჭვირვალობას, ჩვენი ქვეყანა ევროპას დაშორდება?

P.S. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებო. თუ ფიქრობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, და თუ ეს თემები ტაბუდადებული არ არის, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხები ამ კითხვებზე!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved