• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება ლეგიტიმურია, რაც უფრო შორს წავა ბრძოლა, ქვეყნისთვის უკეთესი”– ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:13 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
519
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
“სამწუხაროა რომ საქართველოში არ ვარ და აქციას ვერ ვუერთდები. დიდი მადლობა მათ, ვინც ყველა ჩვენს მაგივრად მთელი ქვეყნისთვის იბრძვის.
სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია. თავის დროზე ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც და ახლა აგენტების კანონის მიღებაც, მოკლე ვადაში, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ემსახურება. ესეც რომ არ ეყოს, კიდევ უარესს მოიფიქრებენ, ოღონდ ევროპას ჩვენზე უარი ათქმევინონ.
ამაზე არ გაჩერდებიან. შეხედეთ ბელარუსს, შეხედეთ რუსეთს, სადაც ზუსტად ასე დაიწყო განსხვავებული აზრის დევნა, და მიხვდებით სად მივყავართ. ყველას ინდივიდუალურად მოგვაკითხავენ, ვინც საქართველოში ვაპირებთ ცხოვრებას. გვაიძულებენ წავიდეთ ქვეყნიდან ან თბილად ჩავჯდეთ ჭაობში.
ავტორიტარულ რეჟიმებზე დაწერილი ყველა წიგნის ანა-ბანაა: რეჟიმისთვის აუცილებელია ის აკონტროლებდეს თქვენი მომავლის პერსპექტივებს. მიმოიხედეთ გარშემო, უმრავლესობა ის ხალხია, ვისი მომავლის განადგურება იოლად შეუძლიათ. გაუშვებენ სამსახურიდან, შეუწყვეტენ დახმარებას, ჩახსნიან ტენდერიდან, შეუგზავნიან საგადასახადო ინსპექციას და ასე შემდეგ. დღეს რომ პოლიციელი თავში კეტს გირტყამთ და თქვენ ეუბნებით, რომ დადგეს ხალხის მხარეს, მისთვის ეს იმას ნიშნავს რომ გამოუშვებენ სამსახურიდან და ოჯახის სარჩენად მოუწევს მექსიკის საზღვარზე წასვლა.
სამოქალაქო საზოგადოებას სასუნთქად და საარსებოდ დასავლეთელი მეგობრების დახმარებაღა ჰქონდა დარჩენილი. ახლა ესეც უნდა მოკლან და სრული მონოპოლია გაიფორმონ, როგორც ეს რუსეთშია და ბელარუსში.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, დღეს აქციის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება და გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. რაც უფრო შორს წავა ბრძოლა, ქვეყნისთვის უკეთესი.
გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!”
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved