• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაფარა “იმედის” ზარალი, 73,5 მილიონი? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
23:49 03-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,974

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ აგენტების კანონით მედიის დაფინანსება იქნება გამჭვირვალე და ყველას ეცოდინება, რომელ ტელევიზიაში რამდენი ფული შემოდის და საიდან. ამ დროს, რატომღაც დაიწყო ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის ძებნა და “ჩამჭრელი” კითხვების დასმა. პასუხი არ ისმოდა ეთერში და მდინარაძემ დაცინვით გაახმოვანა-“აა, რეკლამიდან”?, ხელფასებს დაგვიანებით იღებთ”?, და ა.შ. ამას ყვება “იმედის” ეთერში, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიაა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს “იმედის” შემოსავალი იყო 28,74 მილიონი ლარი, ხარჯი 102,24 მილიონი ლარი, ზარალმა კოლოსალური თანხა, 73,5 მილიონი ლარი შეადგინა. ვინ დაფარა ეს ზარალი? ამ ტელეკომპანიის მესაკუთრემ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ანუ უცხოეთის “აგენტმა” და შეთავსებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორმა ირაკლი რუხაძემ. სხვათაშორის, ეს ტელეკომპანია რომ არ მოხვდეს აგენტთა სიაში, კანონპროექტში ჩაწერეს, რომ უცხოეთის მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქეცაა, მისი ფული არ იქნება “აგენტურულად” შეფასებული.

“იმედის” ზარალი წარმოუდგენლად დიდია. კომუნიკაციის ეროვნულ კომისიის 2021 წლის ანგარიშში ანალოგიური ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. მდგომარეობა არც მაშინ და არც 2022 წელს იქნებოდა უკეთესი. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ მთავრობამ “იმედი ჰოლდინგს” ორიოდე წლის წინ მრავალი წლით გადაუვადა საბიუჯეტო დავალიანება 28 მილიონი ლარის ოდენობით.

რეკლამიდან რა ფული უნდა შემოგდიოდეთო, ცინიკურად რომ მიაძახა მდინარაძემ “მთავარის” ჟურნალიტს, არ იცის ან არ უნდა რომ თქვას, რომ შემოდიოდა და თანაც როგორ, სანამ ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ. მისი დაჭერის მიზეზიც ხომ ტელევიზიის განადგურება იყო.

2021 წელს, მაუწყებლობის კომისიის ანგარიშით, მთელი სარეკლამო შემოსავლის 24,8 პროცენტი მოდიოდა ტელეკომპანია იმედზე (არაფერია იმ ხარჯებთან შედარებით, რასაც ეს ტელეკომპანია ეწევა), მეორე ადგილზე კი იყო “მთავარი”-18,6 პროცენტი (რაც ძალზე სოლიდიური შემოსავალია ამ კომპანიის ხარჯებთან შედარებით).

ვინ ფარავს “მთავარის” ხარჯების ნაწილს, რომელიც სხვა კომპანიის ფართს იყენებდა და ისიც წაართვეს ახლახან მარიონეტი სასამართლოს ძალით)?-მისი დამფუძნებლები. ფინანსური ტრანსაქციები გამჭვირვალეა და ვერ დამალავ, როგორც ვერ თუ არ დამალა “იმედმაც”. ეს ინფორმაცია ძალიან კარგად მოეხსენება ფინანსთა სამინისტროს, ნადირაძის მიერ ამ თემის წამოწევა კი ტელევიზიაზე მორიგ შეტევად შეიძლება ჩავთვალოთ.

აგენტების კანონის საჭიროების კონტექსტში კრიტიკული სატელევიზიო არხის მაგალითის მოხმება არის თავხედური თვითლუსტრაციის მაგალითი. სწორედ ამიტომ აუმხედრდა ამ კანონს ყველა შინ თუ გარეთ.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას. მას სხვა უფლების გამოყენების შესაძლებლობაც აქვს-დროა მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას განთავისუფლების შესახებ.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved