• რეკლამა
  • კონტაქტი
00:45, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ არ ვართ ბოგანო ხელისუფლება!” – საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:32 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ხელისუფლებამ საპატრიარქოს ღვთისმსახურების მინიმუმ ორი კვირით  შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა -უშედეგოდ.  “2020NEWS“მა საქართველოს საპატრიაქროში სასულიერო პირებსა და  მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის  კულუარული დეტალები გაარკვია. შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. საპატრიარქო პოზიციებს არ თმობს.

“2020NEWS“-ის ინფორმაციით,  ამ შეხვედრაზე კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სააღდგომო ლიტურგიის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმება საერო და სასულიერო პირებს შორის ვერ შედგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს საპატრიარქო აღდგომის ღამეს საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შეზღუდვებს არ დამორჩილდება და ღვთისმსახურებას უცვლელი წესით ჩაატარებს.

ამ ინფორმაციას სააგენტოს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, სანდო წყაროზე დაყრდნობით, აწვდის:

ტიგინაშვილის წყაროს ცნობით, ამ შეხვედრაზე პრემიერი  გახარია ღვთისმსახურებს უმტკიცებდა, რომ ხელისუფლების უპირველესი  ამოცანა საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ამიტომ სააღდგომოდ  ღვთისმსახურების ჩატარების წესის ცვლილება აუცილებელია. საპატრიარქოს წარმომადგენლები გახარიას პოზიციას არ იზიარებდნენდა  ღვთისმსახურების ჩატარების წესთან დაკავშირებით,  საკუთარ  ხისტ პოზიციას აფიქსირებდნენ.

“საკმაოდ სანდო კონფიდენციალურმა წყარომ გამანდო პერიპეტიები აღნიშნული შეხვედრისა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საპატრიარქოს  თხოვნით მოუწოდებდა, რომ მიეღოთ პრევენციული ზომა საქართველოს  ეკლესიის მესვეურებს. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ სასულიერო  პირი არის დაინფიცირებული და ასეთი შემთხვევები, შესაძლოა, იყოს  სტიქიური. ერთ სასულიერო პირს 200-300 ადამიანის  დაინფიცირება ძალიან მარტივად შეუძლია.

ამ ხიფათის თავიდან არიდების მიზნით, ხელისუფლების წევრების მხრიდან  შეხევდრაზე იყო ხვეწნა-მუდარა საქართველოს კათალიკოს-პტრიარქის, მის მოსაყდრისა და სამდივნოს მისამართით, რომ  გაეთვალისწინებინათ ეს ფეთქებადსაშიში სიტუაცია, რომლის მიხედვით,  შესაძლოა, ეკლესია თავად აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში

წყარო ამბობს იმასაც, რომ შეხვედრაზე ყველაზე მეტად გიორგი გახარია  აქტიურობდა. ის ამბობდა, სახელმწიფო უხერხულ სიტაციაში არ უნდა ჩავარდეს. რომ ჩვენ არ ვართ ბოგანო და ვართ პასუხისმგებლიანი  ხელისუფლება, რომელიც ყველა მოქალაქეზე თანაბრად ზრუნავს და რომ  ყველა ინსტიტუცია ვალდებულია, რომ ეს გაითვალისწინოს“-, განაცახდა ტიგინაშვილმა.

შეხვედრაზე შედგა ერთადერთი შეთანხმება – სახელმწიფო ეკლესიას კორონავირუსის საინააღმდეგო სადენზიფექციო საშუალებებს კვლავ უსასყიდლოდ  მიაწოდებს.

14 მარტის ლოცვა გაუქმდა - ახალციხეში ...

ინფორმაციისთვის, საპატრიაქროში სასულიერო პიროებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გუშინწინ გაიმართა. შეხვედრის შესახებ დეტალები საერო და სასულიერო პირების მხრიდან ამ დრომდე არ ხმაურდება.

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved