• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის მტრებად ჩაგთვლით” – ვის მიმართავს დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:56 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,048

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“კელი დეგნანი, აშშ სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: “ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.”
მარკ კლეიტონი, გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული – ეს არ შეიძლება იყოს სწორი.”
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: “ამ წამს დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე თან მახლდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი, ვინც თბილისში მდებარეობს. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა აზრები გაგვეცვალა “უცხოური აგენტების” შესახებ ინიციატივაზე…მარტივი დისკუსია არ იყო. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება”
მოკლედ სრულიად დასავლეთის პოზიცია ცნობილია და ცალსახაა.
მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოების აზრი, პოლიტიკურად მეტად ანგაჟირებულის, ნაკლებად ანგაჟირებულის და საერთოდ არაანგაჟირებულის, ასევე ცნობილია და ცალსახაა.
მთელი ქართული პოლიტსპექტრის პოზიცია, იქნება ის ნაცი, არანაცი, ანტინაცი, კონსერვატორი, ლიბერალი, მწვანე, წითელი თუ ლეიბორისტი, ასევე ცნობილი და ცალსახაა. გამონაკლისია მხოლოდ ფაშისტები და პრორუსები, მაგრამ ეგენი ისედაც სულ ხელისუფლების მხარეს არიან, განსაკუთრებით ყველაზე ცუდ საქმეებში.
ჩემის მხრიდან კი მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ყველაფერ ამის მერე, თუ ვინმეს თავი მიგაჩნიათ პროდასავლელად, იძახით, რომ საქართველო ევროპაში გინდათ და ევროპა საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იქნებით ამ აგენტებზე კანონპროექტის მომხრეები ნაცების, ვამპირების თუ მარსიდან ჩამოფრენილი უცხოპლანეტელების შიშით, მინდა გითხრათ რომ პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის მტრებად ჩაგთვლით ყველას.
შეიძლება ეს უკანასკნელი ამბავი თქვენთვის დიდი არაფერი პრობლემაა, მაგრამ შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ მაგაშიც ძალიან ცდებით.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved