• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს უნდა მოეგო. მიშას მაშინდელი გამარჯვება მოიტანდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ჯერ არც დაგვსიზმრებია” – ლევან ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:32 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,598
სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ბერძენიშვილი:
“ივანიშვილი რომ მოათრიეთ”
“არ მოგვეწონება, გადავირჩევთ ხალხი სად ხართ”
“პუტინმა მაგარი შეგისრულათ” – ეს ხალხი რო შეიკრიბოთ რა, თხოვნაა
ივანიშვილის მოსვლამდე 1 წლით ადრე პერიოდი გავიხსენოთ – 2011 წელს, 2009 წელს დაწყებული ოპოზიციის პროტესტის 2 წლის თავზე, ნაც. მოძრაობამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაასუსტა, ძაან დიდზე გადააგდო, გააშავა ოპოზიცია და მთლიანად მოასუფთავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, ვისაც მეხსიერება ან სინდისი გღალატობთ, თქვენი პრობლემაა.
ივანიშვილის წერილამდე სრული პოლიტიკური ვაკუუმი იდგა, პარლამენტი ქუთაისში იყო გაგდებული და დასუსტებული. მედიაც, სასამართლოც, პროკურატურაც და ყველაფერი, რაც დღეს ივანიშვილს უდევს ჯიბეში, მაშინ მიშას ედო, მედია უფრო ღრმადაც. ძაან გავდა მაშინდელი შიდაპოლიტიკური სურათი დღევანდელს, ოპოზიციაც უშედეგო აქციებით და შემდეგ საარჩევნო საკითხებზე უშედეგო მოლაპარაკებებით გალეული და გაკოტრებულიც იყო, ნიჰილიზმი მაშინაც იდგა, უბრალოდ ის მონაკვეთი მცირეხნიანი იყო და ამიტომ არ გვახსოვს მძაფრად.
ივანიშვილის გამოჩენა, პოლიტიკაში მოსვლა და გამარჯვება განაპირობა მიშამ და ნაც. მოძრაობამ და ქართველი ხალხის უმრავლესობამ. ამ უკანასკნელის როლი არ მინდა დაიჩრდილოს – სანამ ახალი მესია არ გამოჩნდა, მანამდე არაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი მიშას ისე დასამარცხებლად, როგორც ეს ივანიშვილის თაოსნობით მოხდა. დიდებულ ქართველ ხალხს კიდევ დავუბრუნდები.
და იმ მოცემულობაში, ივანიშვილს უნდა მოეგო. მიშას მაშინდელი გამარჯვება მოიტანდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ჯერ არც დაგვსიზმრებია, ვარაუდი კი არაა, უკვე ეგრე იყო და ამ გამარჯვების გაფორმება სჭირდებოდა საბოლოო მუსრის გასავლებად, დორბლი სდიოდათ, მართლა “სულს ამოგვხდიდნენ”. და ივანიშვილმა მოიგო არჩევნები, ზუსტად იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო 2012 წლის საქართველოში ცხოვრება – 7 ნოემბერი, წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება, პოლიტიკური რეპრესიები/დაჭერები (მგონი სახელ-გვარით ოქრუაშვილის შემთხვევაც საკმარისია, თორე საარჩევნოდ ბევრ ნაკლებწონიან, განსაკუთრებით რეგიონებში იჭერდნენ პოლიტ. აქტივისტებს და როგორც ეხლა ივანიშვილი აკეთებს უარესის უარესს, ისე უწევდა მაშინდელ ოპოზიციას იმ ხალხის გამოსაშვებად ვაჭრობა და სხვა მნიშვნელოვანი რამეების დათმობა) ხალხის წამება/შემოკვდომები, ოპონენტების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადება, უკანონო თვალთვალი, გადაღება, მოსმენა, მთელი ეს დედამოტ*ნული სუსი, საარჩევნოდ ხალხის მოსყიდვა, რაც არ ყოფნიდა, მერე არჩევნების გაყალბება, ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაფერი, რაც დღეს გვჭირს, (რუსეთის ტრაკში შეძრომის გარდა) მაშინაც გვჭირდა. ნეგატიურ ჭრილში, რითაც ამ ქოციანობამ ნაციანობას გაასწრო, მარტო ჩვენი პოლიტიკური ვექტორი – რუსეთის თემაა, სხვა არაფერი, საერთოდ არაფერი! ესენი ძაან შებრუნდნენ რუსებისკენ, თორე არც მიშა იდგა ევროპისკენ, სინგაპურიო იძახდა და ამასაც დავუბრუნდები.
ხოდა ეს ყველაფერი ვისაც მაშინ არ გაწუხებდათ, ვისთვისაც 20 ივნისია დანაშაული და 7 ნოემბერი და 26 მაისი არა, (ან ეხლა იბანთ ხელებს, დანაშაული თუ იყო, ხო დაისაჯნენო, გეგონება თქვენ გააპროტესტეთ მაშინ რამე) ხართ ზუსტად ისეთივე მედროვეები, როგორიც დღეს ქოციანობით ხელმომთბარი ხალხია.
ლევან ბერძენიშვილი
2013-ში, 2016-ში, 2018-ში რო წაეგო ოცნებას, მაშინ როგორ შეფასდებოდა 2012-ში ივანიშვილის გამარჯვება, როგორც დემოკრატიული პროცესი ხო? ვინმემ დააგინა ქართველ ხალხს ყველა მომდევნო არჩევნებში აწი ბიძინას უნდა მისცეთ ხმაო? თუ იმის შიშით, რო ოდესღაც ესეც არ დათმობდა არჩევნებს, წინას უნდა გავესრისეთ და ჩვენ ტაში უნდა გვეკრა? მერე თუ ვერ გადავირჩიეთ, ეგეც სამუდამოდ, ყველა ჯერზე 2012-ში მიშას გამშვები ხალხის ბრალი რანაირად და რატოა?
კი, 2014-ში სჯობდა კოალიციის დატოვება, მაგრამ არ გამოვიდა, იყო ეს იდეა მძლავრად და ხანგრძლივად, მაგრამ (რესპუბლიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, სხვათა შორის, დასუსტებული, მაგრამ დღესაც ასეთია) 2016 წლამდე ეს არ გამოვიდა და ეს ცუდი და დამაზიანებელი აღმოჩნდა პირველ რიგში და ყველაზე მეტად ამავე პარტიისთვის, მაგრამ ეს არ იყო ტრაგედია, პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა, (ბევრი რამ ხდებოდა) რამენაირად, 2014 წელი არ ყოფილა გარდამტეხი ამ ქვეყნის ისტორიაში, 2015-ში ღარიბაშვილი გააშვებინეს ბიძინას იმ ბერკეტით, რომ რესპუბლიკელების გარეშე, მას პარლამენტში უმრავლესობა ეშლებოდა. (თუ სხვანაირად იყო, ან ფასი არ ჰქონდა ღარიბაშვილის გაშვებას დაწეროს ვინმემ, თუნდაც იმ ამბებიდან 700-800 კილომეტრში მყოფებმაც). “2016-ში თვითონ გამოგიშვათ” – აქ ლოგიკური აზროვნების სერიოზული პრობლემაა – ჯერ ერთი, 2 და 3 ადგილის პრობლემა არ იყო, მაგრამ ხო, იმდენს აღარ იძლეოდა, რამდენიც მას მომავალ პარლამენტში პრობლემებს შეუქმნიდა საკუთარი სურვილების ასრულებაში, რაც რეალური კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას დატოვებდა. მერე? რას ნიშნავს ეგ, რა გამოდის აქედან?
რაც შეეხება იმდროინდელი ნაცების თავგადაკლულ დემოკრატიულ, პროდასავლურ მისწრაფებებს და ღირებულებებს, ესენგედან ვერ გამოთრიეს 2006-ში, ლუსტრაციის კანონი ვერ მიაღებინეს, არც ერთ წესიერ საარჩევნო ცვლილებაზე ეგენი არ მოდიოდნენ და ისევ მაგათ ცოდვებზე რო არ წავიდე მეასე წრეზე, იმის თქმა მინდა, რომ მაგათზე დასავლელი, დემოკრატი, წესიერი, კვალიფიციური და გამოცდილი ხალხიც არსებობდა მაშინაც და პირველ მტრებად ისინი გამოაცხადეს, არავინ არ იქაჩებოდა რუსეთში, მეტი დემოკრატია გვინდოდა და ნაცებმა კიდე დემოკრატია და ქვეყნის შენება სამარადჟამო ბოგინზე გაცვალეს, მაგათი ყველა მოდემოკრატო ლიდერის თამადობით. უბრალოდ დაუკრეფავში გადავიდნენ და ეს საპროტესტო ენერგია ბოლოს ახალმა მესიამ აიღო ხელში.
რესპუბლიკური პარტია კი, რომელიც დიდი პოპულარობით ამ ქვეყანაში არასდროს სარგებლობდა, ამ ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის, მშვიდობიან, დემოკრატიულ და ევროპულ რელსებზე გადაყვანის ავანგარდში იყო 1978 წლიდან, იქედან, როცა შეიქმნა. ებრძოდნენ რუსულ ჩექმას ამ ქვეყანაში ყველგან, ყველა დროს, იქნებოდა ეს შევარდნაძე, ასლანი თუ ეს რუსული ეკლესიის განყოფილება – საპატრიარქო, დღეს ივანიშვილიც. თანასწორობა, მრავალფეროვნებაში ერთიანობა, უმცირესობების უფლებების დაცვა, ჰუმანური პოლიტიკა, კულტურული თანაცხოვრება, სტრატეგიული გეოპოლიტიკა, მეზობლებთან კვალიფიციური ურთიერთობები, თავისუფლება და თავისუფალი ადამიანი, განათლება, დასავლური ინვესტიციები და შესაბამისად კეთილდღეობა, ეს არის ის, რაც რესპებს უნდათ იყოს ამ ქვეყანაში მეტად და ამისთვის იბრძვიან 45 წელია!
ნუ შე*ვეცით თქვენი ისტერიკით და ყველაფერჩიკობით ამდენმა კალენდრის შემდგენმა! მოსაშორებელი იყო ის ხელისუფლება და მოსაშორებელია ესეც, რესპუბლიკურ პარტიასაც აქვს დაშვებული შეცდომები, მაგრამ ათმაგად მეტი აქვს გაკეთებული. 1978-შიც, 1990-შიც, 2003-შიც, 2006-შიც, 2012-შიც სწორ მხარეს იდგა და დგას 2023-შიც და რესპებისთვის რამის მოკითხვამდე, საკუთარ წარსულს გადახედეთ, ვინ როდის და სად იდექით რა!
და კიდევ ერთი – რესპუბლიკური პარტიის პოზიცია მიშასთან დაკავშირებით დღესაც არის ჰუმანურიც, სამართლიანიც და პრაგმატულიც და თვლიან, რომ მიშა უნდა გაუშვან სამკურნალოდ და მეც ვთვლი, რომ იქნებ ეს დიქოტომიაც ოდესმე დასრულდეს! ქვეყნისთვის აჯობებს ასე! კონტინენტური ევროპის ქვეყნებში მრავალპარტიული პოლიტიკური კულტურაა და ოდესმე, ჩვენთანაც უნდა დამკვიდრდეს ეს კულტურა, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის ახალი ბელადებს და მესიების დაბადებას!”
თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved