• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა და მე თსუ-ში ერთი სტიპენდიით ვასწავლიდით – ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიით” – რას წერს ნანა საჯაია

ალია ავტორი - ალია
01:27 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,829

Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია:

“ნიკა და მე თსუ-ში ერთი სტიპენდიით ვასწავლიდით (ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიით), 5 წელი ვხედავდი მისით აღფრთოვანებულ სტუდენტებს. სხვა პროექტშიც ვიყავით ერთად, ევროკავშირის გზამკვლევზე ვიმუშავეთ და ევროპარლამენტშიც ვიყავით პრეზენტაციებით.
წლების მერე, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში წასული მისი ყოფილი სტუდენტებისგან მსმენია შედარება, რომ კონკრეტულ საგანს სამხარაძე უკეთ ასწავლიდა თსუ-ში, ვიდრე ლექტორი x ჯორჯთაუნში.
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამხელა კაპიტალს არ გაფლანგავს და ხალხის აგენტად გამოცხადებას არ დაუჭერს მხარს, იგივე საქმიანობისთვის, რასაც წარსულში ჩვენ თვითონ ვაკეთებდით – კვლევა იქნებოდა ეს თუ სწავლება.”

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ყოფილმა სტუდენტებნა წერილით მიმართეს. წერილი „პუბლიკა“ გაავრცელა:

 

„გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები, და ა.შ.

გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.

ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს – სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში.

ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, “- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ნიკოლოზ სამხარაძის 40-ზე მეტი ყოფილი სტუდენტი აწერს.

მიმართვას ხელს აწერენ: 

  1. აბრამაშვილი ვანო- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015; 2016-2018
  2. გაბიძაშვილი ირაკლი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2015-2019
  3. გაბრიჭიძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
  4. გათენაშვილი გიორგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2017
  5. გიგიტაშვილი გივი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  6. გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
  7. გოგუაძე გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015; 2015-2017
  8. გურგენაშვილი ირინა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2012-2016
  9. დანელია ეკატერინე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2006-2010;2010-2012
  10. ენდელაძე დიანა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016
  11. ზოიძე გოგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  12. ზურაბაშვილი თორნიკე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2007-2011; 2019-2023
  13. თომაშვილი თეონა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016
  14. იმერლიშვილი მარიამ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2016-2020
  15. კაკაბაძე შოთა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
  16. კალანდაძე გივი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016;2016-2019
  17. კალაძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2016-2020; 2021-2023
  18. კურდღელაშვილი ანი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2007-2011
  19. ლეჟავა ლილი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
  20. ლომთაძე გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  21. ლომთაძე თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2008-2012;2013-2015
  22. მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2017-2019 (MA)
  23. მამულაძე გიორგი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2015-2019
  24. ნაროუშვილი დავითი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  25. ნასყიდაშვილი ასმათ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
  26. ნიკურაძე გვანცა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2012-2016
  27. პაპოშვილი მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013
  28. რევიშვილი გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
  29. სირბილაძე ირაკლი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013
  30. სირბილაძე ჟანა -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013
  31. სიჭინავა დავით – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004-2008; 2008-2010; 2010-2015
  32. ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2006-2010
  33. ტურიაშვილი ნინო- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  34. ტყეშელაშვილი მარიამ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016; 2016-2018
  35. უგლავა თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
  36. ქურიძე ჯაბა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2014-2018
  37. ჩიხლაძე მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011
  38. ცანკაშვილი ქეთი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011; 2011-2013
  39. ცხომელიძე ელენე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015
  40. ჭანკვეტაძე ნათია-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014
  41. ჯაფარიძე მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015
  42. ჯიქია გიორგი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013;2013-2015
თეგები: ნანა საჯაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved