• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ რომ ვიტყვით, “ომი ჩვენ დავიწყეთო”, ამას რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიერთების “ლეგიტიმურ საფუძვლად” ჩათვლის“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:44 02-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,432

ნიკა გვარამია მორიგ წერილს აქვყნებს:

„გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში ცვლილებებით ხდება. თუმცა, “ოცნება”, როგორც ჩანს, ბევრად მასშტაბური და მძიმე ღალატით დაიწყებს: 2008 წლის ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას შექმნიან.
წინა ხელისუფლების ბრალის გარდა, “იპოვნიან” დასავლეთის წვლილსაც ომის დაწყებაში. აგერ, კონდოლიზა რაისი სააკაშვილს რატომ იცავს, თავისი აგენტის საქართველოდან გაყვანა უნდათ ამერიკელებს, რომ არ ალაპარაკდეს –  ეს უკვე თქვეს და უფრო გააღრმავებენ აუცილებლად. იტყვიან იმასაც, რომ ჰააგის სისხლის სამართლის  სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ამ მიზნით იქნა მიღებული. და სააკაშვილის პატიმრობის დროს შეგნებულად დაამთხვიესო. ეს სასამართლოც არაა სანდოო, ამასაც იტყვიან, აუცილებლად.
ესეც დღევანდელი ცუდი, როგორ გადაიფარება ხვალინდელი უარესით. და, ცხადია, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული, ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია.
იმედია, იმას აღარ ფიქრობთ, რომ “ამას როგორ იზამენ”. იზამენ. ყველაფერს იზამენ, სანამ ივანიშვილს ქვეყანას არ ჩამოვაშორებთ. არც ინჯიას “პარტიის” ინიციატივაზე ვილაპარაკებთ – ეს ისეთივე “პარტიაა” და ისევეა “ოცნების” შემადგენელი დაჯგუფება, როგორც “ხალხის ძალა”.
ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად და უკანმოუხედავად. ამ სახელმძღვანელოს (და პუტინის ბრძანების) თანახმად კი, რაც გაწერილია, იმას არ უნდა გადაუხვიო. არავითარი გამონაკლისები არ დაიშვება – განუხრელად უნდა მიყვე “კლასიკას”.
P.S – ჩვენ რომ ვიტყვით, “ომი ჩვენ დავიწყეთო”, ამას რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიერთების “ლეგიტიმურ საფუძვლად” ჩათვლის. ეს უკვე შემდეგი და მარტივად პროგნოზირებადი ნაბიჯია. “უარესი”, რომლთაც გადაიფარება ზემოაღნიშნული.
თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან“

“უნდა მაპატიოთ, თუ მეშლება…” – ნიკა გვარამია

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved