• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს, აქ დასრულდა ოცნების მანდატი, გინდათ, ხალხო, აიღოთ ძალაუფლება ხელში?” – აკია ბარბაქაძე

ალია ავტორი - ალია
20:40 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე, რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:

“კითხვა მაქვს თქვენთან, ხალხო – ოკუპირებულ ქვეყანაში რა არის მთავარი ამოცანა? ქვეყნის გათავისუფლება, დეოკუპაცია – ეს არის ჩვენი ამოცანა.

ჩვენ სოლიდარულები ვართ იმ ომში, რომელიც უკრაინაში წარმოებს, მაგრამ აქ არანაკლები ომია, აქ თუ არ სკდება ჭირვები, აქ სხვა მსხვერპლია, აქ თუ ბრძოლის ველზე არ იღუპება ხალხი, აქ გარბიან ამ ქვეყნიდან. დაღუპული და შინმოუსვლელი ერთი და იგივეა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მოცემულობა. დღეს აქ, ამ მოედანზე, მოედანზე, სადაც საკრალულ ადგილას ვიკრიბებით ხოლმე ყოველთვს, როცა მნიშვნელოვანი წყდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამ კედლებს, ამ შენობებს ახსოვს მრავალი გამარჯვება და სამწუხაროდ, მარცხიც, მაგრამ გამარჯვება უფრო ბევრი და სიამაყეც, ის ღირსებაც რომელიც ყოველთვის გვქონდა, როდესაც 9 აპრილს შიშველი ხელებით ტანკებს ვაჩერებდით – რაღაც ვერა ვგრძნობ იმ სიამაყეს დღეს აქ, რაღაც სხვანაირად გვაქვს თვალები დახრილი.

ეს უნდა დავასრულოთ, დღეს, აქ ამ მოედანზე, დასრულდა ოცნების მანდატი, მანდატი არის აი აქ, თქვენში, ძალაუფლების წყარო არის ხალხი, კონსტიტუცია ამას გვეუბნება. თქვენშია ძალაუფლება, გინდათ ხალხო აიღოთ ძალაუფლება ხელში? – აქ არის. აწიეთ ხელი, ვის გინდათ ძალაუფლება – აი, ეგ არის ნამდვილი მანდატი, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება, თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები, რა გინდათ თქვით? – გინდათ რეალური თავისუფლება? გინდათ გამარჯვება? – აქ არის. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა შევიყვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენელი და უნდა ვაიძულოთ ერთმანეთი, ყველა პოლიტიკური ძალა , რომ აღასრულონ ნება თქვენი. ნება ღვთისა, ნება ერისა აქ არის. ნუ გეშინიათ, უფალი მებრძოლთან არის, უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა ვიბრძოდით, ვიბრძოდით ცალად, ერთად, მაგრამ სულ ვიბრძოდით.

ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ამ საბჭოში შემოვა ყველა, ნაციონალური მოძრაობა, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით რომ ძალა ერთობაშია. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ფესვებთან, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის, აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდზე. მაშინ ექნება ფასი ჩვენ თანადგომას და სოლიდარობას, თორემ ახლა, უკუდო ხარი სხვებს ბუზებს უგერიებდაო, აი, ეგ არის ჩვენი რეალობა, აქა ვართ დღეს.

არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერი არ არის საჭირო. უნდა დადგეთ და მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ და თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება. აღარ იქნება მშიერი, აღარ იქნება მათხოვარი ამ ქვეყანაში, სადაც უკუღმა მარცვალი რომ გადააგდო, წაღმა ამოვა. აქ შიმშილობს ხალხი, მთელი მსოფლიო რომ შიმშილობდა, საუკუნეების წინ, აქ ყველა მაძღარი იყო, მათხოვარი არ გვყავდა და გაგვამათხოვრეს. ერთმა ჩია კაცმა გაგვამათხოვრა. უნდა დავასრულოთ!

ძალიან ცოტაა გასაკეთებელი, ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება, რუსეთი დამარცხებულია, რუსეთი შეშინებულია, პუტინი სად დაიმალოს ჯურღმულში იმას ფიქრობს და ახლა, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყოს შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს? – არა, არ დავაბრუნებთ ბოლშევიზმს, ფაშიზმს, ჩვენ თუ ერთად არ დავდექით და არ დავამარცხეთ ესენი, ფაშიზმს აშენებენ აქ, ჯაშუშებს ეძებენ აქ თქვენში, ყველაში, ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული, ეს არის მოცემულობა და სიმართლე.

თქვენ ხელშია ძალაუფლება, რასაც თქვენ იტყვით ის გაკეთდება. ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას. გამოხვალთ ამდენი? – სამ დღეში დასრულდებიან, გამოხვალთ ნაკლები? – ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან.”

 

თეგები: აკია ბარბაქაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved