მიხეილ სააკაშვილის მისი მოწამვლის შესახებ კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში, წერს:
“მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი”- წერს სააკაშვილი
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე “ვივა მედის” ექიმებმა ისაუბრეს და დაადასტურეს, რომ ვითარება რთულია და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, თუმცა პასუხისმგებლობა მათ თავად პაციენტს დააკისრეს. ექიმების თქმით, მკურნალობის პროცესი ორმხრივია და მასში პაციენტიც უნდა მონაწილეობდეს.
კომენტარები