• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხდა ტექნიკური შეცდომა” – რამდენი ლარით დაეხმარებიან მოქალაქეებს სინამდვილეში?

ალია ავტორი - ალია
19:13 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

„150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი.

გარდა ამისა, სოციალური დახმარების ნაწილობრივი პაკეტი მთავრობამ უკვე წარადგინა – კომუნალური ხარჯების ნაწილში უკვე ვეხმარებით მოსახლეობას და ეს ძალიან დიდი მოცულობის კომპონენტია.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისში ყოფნა ერთი წელი ან წელიწადნახევარი მოგვიწევს. ეს გამოწვევა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ და კომპანიებს მუშაობის საშუალება მივცეთ, მაგრამ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეიძლება კარანტინში კიდევ თვეების განმავლობაში დარჩნენ.

ჩვენთვის ათვლის ფორმალური წერტილია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ, რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი. ასევე სანამ მოლაპარაკებებს არ დავასრულებდით დონორებთან და ამ მოლაპარაკებამ სამ კვირაზე მეტხანს გასტანა, ვერ გვეცოდინებოდა, რა თანხის მობილიზებას შევძლებდით. როდესაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ვისაუბრებთ პარლამენტში, ამ გეგმასაც გაგაცნობთ.

პრემიერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ დასახელდა 150 ლარი, თუ ჯერ არ იყო თანხა დათვლილი:

“ჩვენ ამ გეგმაზე ვმუშაობთ უკვე რამდენიმე თვეა, ეს იყო პირველად დასახელებული თანხა, მოხდა ტექნიკური შეცდომა და არ იქნა თანხა შეცვლილი”.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენი ლარით შეიცვლება 150 ლარი და რომ არ მომხდარიყო ტექნიკური შეცდომა, რა თანხას დაგვისახელებდნენ – პრემიერმა არ უპასუხა და ჯერჯერობით საიდუმლოდ დატოვა.

“ალია” – იმის გათვალისწინებით, რომ ეს “ტექნიკური შეცდომა” მედიასთან არაერთმა მინისტრმა გაიმეორა და დაასახელა 150 ლარი – ორი რამ უნდა ვივარაუდოთ – ან სპეციალურად დასახელდა 150 ლარი, ხალხის რეაქციის გასაანალიზებლად და საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელად – ან ჩვენი მინისტრები, ტექნიკურ შეცდომებს, გადაცდომებს და არასწორ ციფრებს ისე იმეორებენ, ყურადღებასაც არ აქცევენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved