ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
„ოპოზიციის ადგილზე არ დავკმაყოფილდებოდი შემოთავაზებული კანონის ობსტრუქციით.
ხელისუფლება ასეთ განვითარებაში მინიმუმ იმას აღწევს, რომ მაინც თავისი გააქვს და ამით ძალის დემონსტრირებას ახდენს.
ოპოზიციას სჭირდება საკუთარი კონტრ-შეტევითი დღის წესრიგი, რათა გამოვიდეს მუდმივი თავდაცვითი პოზიციიდან და შეტევაზე გადავიდეს.
მაგალითად – შეიტანონ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერი ანტი-დასავლური, ან თუნდაც ევრო-სკეპტიკური განწყობების დანერგვისკენ მიმართული ქმედებები და განცხადებები იქნება კვალიფიცირებული “ძირგამომთხრელ საქმიანობად” და შესაბამისად დასჯადი, მათ შორის სისხლის-სამართლებრივი წესით.“
კომენტარები