როგორც დღეს გახდა ცნობილი, დაინფიცირებულია ერთ-ერთი სასულიერო პირი – ტვ 1 ის ეთერში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ინფიცირებული მღვდელი, საუბრობს:
“მეც ვეზიარე და ყველა ეზიარა, ვინც იქ იყო, მე არ გავსულვარ გარეთ.
ეს ვირუსია, ჩემო კარგო, ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგეტაკოს, ამისგან დაზღვეული არავინაა დედამიწის ზურგზე. დაზღვეული რომ იყოს ვინმე, ამდენს არ დაემართებოდა და ფატალური შედეგებიც არ დადგებოდა.
დეკრეტი რომ გამოვიდა სახელმწიფოსგან – 21 აპრილამდე, ეს იმას ნიშნავს რომ 21 აპრილის მერე აღარ იქნება? ეს ვირუსი იქნება წლის ბოლომდე და არ დარჩება ადამიანი, ვისაც ეს არ დაემართება.
ლიტურგიამ რა უნდა დაუშავოს? ლიტურგია სხვა რამეა და ვირუსი სხვა რამეა, არ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება.
კომენტარები