ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“რაც უფრო აბსურდულია პროპაგანდისტული შეტყობინება, მით უფრო შეუძლებელია მისი საწინააღმდეგოს დამტკიცება – ეს არის ხელისუფლების მთავარი მეთოდი.
ამის გამოა შეუძლებელი ამტკიცო იმ ყველაფრის აბსურდულობა, რა ბრალდებებით თუ შინაარსითაც გამოდის ხელისუფლება – იქნება ეს არასახელისუფლებო სუბიექტების მიმართ ბრალდებები, ერის დემოგრაფიაში ევროპასთან უვიზო რეჟიმის არასასურველობაზე ბოდვა თუ უმუშევრობის შემცირებასა და გაუმჯობესებულ სოციალურ მდგომარეობაზე ყიჟინი.
იჩეჩავ მხრებს და სახტად რჩები.”
კომენტარები