• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ ყველანი იდიოტები ხართო, და შარზე ხართო…” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:39 02-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,230

ჟურნალისტი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინი ჯანგირაშვილი:

“ორი დღეა ვუსმენ მიუნხენის კონფერენციას. ყველა თანხმდება, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება მსოფლიოში, სანამ რუსეთი არ დამარცხდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ძალიან ემოციური სფიჩი მოსცხო იმის შესახებ, როგორ შეიცვალა გერმანიის დამოკიდებულება 24 თებერვლის შემდეგ თანდათანობით, რეალობიდან გამომდინარე, მათ შორის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დაინახეს – რუსეთი უნდა დამარცხდეს. სხვანაირად არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში. სანამ უკრაინა ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, მოლაპარაკება არ უნდა იყოსო. ამით პუტინი და მისნაირები წახალისდებიან, რომ ხვალ იგივე გააკეთონო. ბერბოკი იმიტომ გამოვყავი, რომ გერმანიის ტრანსფორმაცია ძალიან ემოციურად ახსნა, თორემ იგივეს ამბობს დიდი ხანია ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერი. მთელი პათოსი ის იყო ეს ორი დღე, პუტინმა გვაშანტაჟა და ვერ დაგვაჩოქაო, მაინც ამოვთხრითო. ამ ფონზე ჩვენი კაუჩუკის თუთიყუში მიუნხენშიც ჩადის და ამბობს:

“მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. ექნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას.

მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანუ, თქვენ ყველანი იდიოტები ხართო, და შარზე ხართო, პროსტა ომის შეწყვეტა არ გინდათ, თორემ ხვალვე შეიძლებაო. დაელაპარაკეთ იმ ოქროს კაცს პუტინს და რა პრობლემაა, ხვალვე შეწყდებაო.

რა ვიცი, ვინმემ ან ახალი ამბები წააკითხოს ამას, ან ტელევიზორს აყურებინოს, ან გლობუსი აჩვენოს, ან რამე ქნას, თორემ ეს კაცი წარმოადგენს საქართველოს დღეს და მეტისმეტი თავსლაფის დასხმაა უკვე.”

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved