• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომენდანტის საათის დროს ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:21 04-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მეხუთე ქვესადგურში ვმუშაობ. გუშინ მორიგე ვიყავი. ღამის 2 საათზე გადმოგვცეს მისამართი –  მშობიარესთან უნდა მივსულიყავით.

ორსული 26 წლის გოგონა აღმოჩნდა, მესამე მშობიარობა ჰქონდა. როდესაც ორსულობის ვადა მითხრა, მივხვდი, რომ ცოტა ნაადრევი იყო მშობიარობა, მაგრამ აშკარად სამშობიარო, მოვლითი ტკივილები ჰქონდა.

სახლში მის გარდა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაგვხვდა და ორსულმა გვთხოვა, მისი მშობლების მისვლას დავლოდებოდით, რომ ბავშვები მათთვის დაეტოვებინა და მეუღლე კლინიკაში წამოჰყოლოდა, მაგრამ აშკარად დრო არ ითმენდა და ორსული წამოვიყვანეთ.

გზაში ვამხნევებდით, თვითონაც ყოჩაღად იყო. მერე ერთ მომენტში გვითხრა, მგონი მეწყება მშობიარობაო. მანქანა გავაჩერეთ. მანქანა აღჭურვილია სამეანო საჭიროებისთვის განკუთვნილი პაკეტით. დავიწყეთ მშობიარობის მიღება.სიმართლე რომ გითხრათ, მშობიარეზე მეტად მე ვნერვიულობდი. ძალიან დიდი პასუხიმგებლობა იყო, თან პირველ მშობიარობას ვიღებდი. 

ერთია, როდესაც სამშობიარო ბლოკში იღებ მშობიარობას და მეორე – როცა მანქანაში, ექსტრემალურ სიტუაციაში გიწევს ახალი სიცოცხლის დაბადება. ეს სოცარი ემოციაა.

იოლად იმშობიარა, არც თვითონ გაწვალებულა და არც ჩვენ გავუწვალებივართ. როდესაც დედას მკერდზე დავაწვინეთ ბავშვი, მივხვდით, რომ ყველაფერმა მშვიდობაიანდ ჩაიარა და ამოვისუნთქეთ.

ბავშვის პრიველი ტირილი რომ გავიგონეთ, ყველას ისეთი ემოცია გვქონდა, ვერ აღგიწერთ. მთელი ღამე ამ საუკეთესო ემოციების ფონზე ვიმუშავეთ. მინდა გითხრათ, რომ ახალი სიცოცხლის დაბადება არის სასწაულის ტოლფასი რამ.

დედა-შვილი კლინიკაში მივიყვანეთ და იქაურ ექიმებს გადავაბარეთ. შემდგომი პროცედურები იმათ ჩაუტარეს და მადლობაც გადაგვიხადეს.

ჯანმრთელობას ვუსურვებთ პატარა მოქალაქეს“.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved