• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელოვნება დამოუკიდებელია, გელათი ინგრევა, მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ ამიტომ კლავენ” – გვარამიას წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
20:46 02-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და წერს:

“კოვიდი გადავიტანე, პირველად დამემართა. მარტივად ჩაიარა. მადლობა აცრას ?

გარესამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ დღეს შევძელი და რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო:
✔ ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ ადამიანს. ხელოვნება, თუ ჩარჩოდან არ გამოდის, მხოლოდ ხელოსნობაა. წარმატებები სანდრო სულაბერიძეს!
✔ გელათი ინგრევა. წერტილი. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს. ბოლო-ბოლო, მოხსნიან და “ხალხის ძალის” ლიდერად დანიშნავენ. გელათს რა მოუვა, ნამდვილად არ ადარდებს.
✔ სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, “ფორმულასაც” დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!
✔ და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის, მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში :)) მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს – კრიტიკულ მედიას! მინდა მივმართო ფორმულელებს: საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის ფორმულა!
✔მთავარარხელებო! ძალიან მომენატრეთ და ძალიან მეამაყებით! დიდი გაჭირვება გვიდგას და ასეთ დროს ჩვენი შიდა ერთიანობაც მნიშვნელოვანია და ჩვენი კოლეგების – ტვ პირველის, ფორმულას და კავკასიის გვერდში დგომაც! დღეს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და გვერდში დგომაზე აღმატებულია!
წარმატებები ყველას,
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან.”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved