• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ავტომობილის მოვლა ცივ სეზონზე –  რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

ალია ავტორი - ალია
18:47 02-16-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
867

 

დაბალი ტემპერატურის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას, მოულოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. თუ გინდათ, სალონში სასიამოვნო სითბო გქონდეთ და ძრავაც დაცული იყოს დაზიანებისაგან, უმჯობესია, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ, მანქანის რომელიმე დეტალი ხომ არ გამოვიდა მწყობრიდან.

ცივ სეზონზე ავტომობილისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ლელუჩაშვილი საუბრობს.

„ავტომობილის აგებულების თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა აქვს და ისინი დიდ როლს ასრულებენ ჩვენს უსაფრთხო გადაადგილებაში. რთულია, გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ნაწილი. სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილება ავტომობილზე განსაკუთრებით მოქმედებს. ზამთარი ყველაზე მკაცრი სეზონია და თოვლი და დაბალი ტემპერატურა მანქანის ზოგიერთ დეტალს აზიანებს. მათ გამართულობასა და ხარისხზე ზრუნვა, უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელი პირობაა.“  

ავტომობილის რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ცივ დღეებში?

„ანტიფრიზი, ცივ ამინდებში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის იცავს ძრავას გადახურებისგან და კოროზიისგან. მასში შემავალი ქიმიური ელემენტები გამოხდილ წყალში გაზავების შემდეგ ებრძვის მინუს ტემპერატურას. ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების  სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვისადმი მდგრადობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას ექსპლუატაციის ვადა ამოეწუროს. შესაბამისად, სითხე დაკარგავს ქიმიურ თვისებებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ანტიფრიზი“.

რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა ზამთარში გადაადგილებისას?

„სრულიად ლოგიკურია, რომ ზამთარში ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩამოსცდება და არც თოვლით დაფარული გზის ზედაპირი იქნება ვინმესთვის მოულოდნელობა. ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული. საბურავის წარმოების თარიღის შემოწმებაში „თეგეტა მოტორსის“  პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ.“

ავტომობილის რომელ დეტალს უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს ცივი ამინდი?

„დაბალი ტემპერატურა უდიდეს გავლენას ახდენს აკუმულატორის რესურსზე. მისი ქიმიური შემადგენლობა ძალიან სენსიტიურია დაბალი ტემპერატურის მიმართ. სწორედ აკუმულატორზეა დამოკიდებული ჩვენი ავტომობილის დაქოქვა. ყინვა მოქმედებს მის აქტიურ ნივთიერებებზე, კერძოდ, ელექტროლიტებზე, რაც აუცილებლად აისახება აკუმულატორის ენერგიასა და მდგომარეობაზე. ყინვისაგან დასუსტებული აკუმულატორი ვეღარ ინარჩუნებს მუხტს, ელექტროლიტები კარგავენ სიმკვრივეს და ავტომობილის დაქოქვა დახმარების გარეშე შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია აკუმულატორის რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა“.

„თეგეტა მოტორსში“  ცივი სეზონისთვის მანქანისათვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტებზე განსაკუთრებული აქციები მოქმედებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის შეძენა 50%-იანი ქეშბექით არის შესაძლებელი. ასევე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ HIFLY-ს საბურავების შეძენისას. რაც შეეხება აკუმულატორებსა და ანტიფრიზს, მათ სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და სხვა.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved