• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხიშნიკებს” მგზავრების გადაყვანა უნდა აეკრძალოთ“ – რას ითხოვს „დიდუბის ავტოსადგური“

ალია ავტორი - ალია
17:13 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

ფოტო – bm.ge

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე მსჯელობას გეგმავს.

დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძემ BM.GE-სთან, ამბობს:

„გვითხრეს, როცა დრო მოვა დაგიკავშირდებითო, მაგრამ ამ დრომდე სახელმწიფოსთან კომუნიკაცია არ გვქონია. ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრების უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ, კანონიერი ავტოსადგურები, ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ გაგვაცნოს კანონპროექტი. ყველა შეკრებასა და სხდომაზე გამოვდივარ სიტყვით, ვაფიქსირებ იმ პრობლემებს, რაც ამ სფეროშია, თავის დროზე ჩვენი შენიშვნებიც მივაწოდეთ, რომელიც ავტოსადგურის შესახებ კანონში ისეთი ცვლილების შეტანას ითხოვდა, რომელიც ე.წ. ხიშნიკებს მუშაობის უფლებას აუკრძალავდა.

ამასთანავე, ავტოსადგურებს აქვს თავის რეგლამენტი, მას უნდა ჰქონდეს ბაქანი, მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები, სამედიცინო ოთახი, მძღოლის მოსასვენებელი და ა.შ. სხვები კი უკანონოდ იღებენ ტერიტორიას ბენზინგასამართ სადგურებზე და იქიდან გადაჰყავთ მგზავრები, ამიტომ ასეთ ავტოსადგურებს აუცილებლად უნდა წაუყენდეთ მოთხოვნები და აეკრძალოთ მუშაობა.

მთავრობა გვეუბნება, რომ როცა დრო მოვა, დაგვიკავშირდებიან, მაგრამ ეს დრო არ მოვიდა, წლებია ამ ცვლილებებს ველოდებით.

ეს ადამიანები კანონიერ ავტოსადგურებს გვპარავენ ისედაც მცირე რაოდენობის მგზავრს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტარიფი დაბლა დავწიოთ, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ისინი სახელმწიფოსთან და ბიუჯეტთან ანგარიშვალდებულები არ არიან, შესაბამისად მათ შეუძლიათ, რომ ბევრად უფრო დაბალი ტარიფი დააწესონ, ჩვენთან კი ისეთი კონტიგენტი დადის, რომლისთვისაც სამი და ოთხი ლარი მნიშვნელოვანია.

დგებიან ჩვენს კარებთან და მგზავრი ვერ იგებს, ისიც ავტოსადგურის მძღოლი ჰგონია. ვფიქრობ, ამ დროს კი მისი უსაფრთხოებაც არაა დაცული“

შეგახსენებთ, რომ იმ კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში.

წყარო – bm.ge

თეგები: დიდუბის ავტოსადგური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved