• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ქალებისთვის უმნიშვნელოვანესი ვაქცინა – ეს არის ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ!” – ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:31 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

“პაპილომავირუსზე ვაქცინაციის ასაკი გაიზარდა 26 წლამდე. ეს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან ფასიანი ვაქცინის კურსი ათასობით ლარი ჯდებოდა და თანაც რთული საშოვნელი იყო. ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს არის ქალებისთვის უმნიშვნელოვანესი ვაქცინა. ის იცავს ქალთა სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზის – საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ანუ ეს არის ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ!
ვაქცინა იცავს პაპილომავირუსების მაღალი რისკის (ანუ კიბოს გამომწვევი) ყველაზე ხშირი ტიპებისგან.
ამ ვაქცინის ირგვლივ ბევრი უსაფუძვლო მითი არსებობს. ერთ-ერთი მითი (რომლის გავრცელებაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმიც მონაწილეობს) არის ის, რომ ეს ვაქცინა იწვევს უშვილობას. ასობით კვლევა ადასტურებს, რომ პაპილომავირუსის ვაქცინასა და უშვილობას შორის კავშირი არ არსებობს. ეს ვაქცინა უკვე ოცი წელია გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. მილიონობით აცრილ ქალს შორის უშვილობის რაიმე გაზრდილი მაჩვენებელი არ აღინიშნება.
ამიტომ სანამ ვინმეს ამ არგუმენტით გადავაფიქრებინებთ იმ ვირუსზე აცრას, რომელიც კიბოს იწვევს, დავფიქრდეთ, რის საფუძველზე ვიღებთ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას და ადამიანს კიბოს რისკის წინაშე ვაყენებთ. უბრალოდ ყურმოკრული და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო სხვა ადამიანის სიცოცხლეს რატომ.ვაყენებთ საფრთხის ქვეშ?”
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved