• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები – საქართველო ჩვენნაირია?” – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
17:05 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,033

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა:

„დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები – საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს.

საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც“

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved