ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საქართველოს მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორგაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ინფორმაციას Euronews-ის ალბანური ბიურო ავრცელებს.
მედია წერს, რომ ლავასოღლი უკრაინის მოქალაქის სახელით ტირანაში იმალებოდა.
“Fast Albania-მა წარმატებით შეიმუშავა და დაასრულა დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია „კრიესორი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მინდია ლავასოღლი დაიჭირეს და დროებით დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით”, – წერია პოლიციის განცხადებაში.
კომენტარები