ქობულეთის კლასტერიდან კიდევ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ერთ-ერთი არის 10 წლამდე ასაკის, ხოლ მეორე ერთი წლისაა და ის თბილისში გადაჰყავთ დედასთან ერთად.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს აიღეს რამდენიმე სინჯი. ეპიდემიოლოგიური კვლევა კვლავ მიმდინარეობს.
კომენტარები