• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ათეისტობასაც „ვაწვებოდი“, ბუდიზმაც გამიტაცა და ისლამმაც – მოძღვარმა დამიბარა და მითხრა…”

ალია ავტორი - ალია
21:47 04-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მწერალი, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“არასოდეს გამოვირჩეოდი მორწმუნეობით, იყო პერიოდი, როცა ათეისტობას „ვაწვებოდი“, ისეთი პერიოდიც იყო ბუდიზმით ვიყავი გატაცებული და ისლამზეც აღტაცებით ვლაპარაკობდი…
ერთხელ ჩემმა მოძღვარმა დამიბარა ეკლესიაში, თვეები რომ არ მივდიოდი და მიზეზი მკითხა, ვუთხარი ბუდიზმით ვარ – მეთქი გატაცებული.
ასე მითხრა, კარგია სხვადასხვა რელიგიებს რომ ეცნობი, მაგრამ ვერც ერთ რელიგიაში ვერ მაჩვენებ ღმერთს, რომელიც ჯვარზე თავისი ნებით ადის ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდათო…
გულზე მომხვდა და ვიტირე მაშინ და სახლიც ტირილით წამოვედი… თუმცა რატომღაც ტაძარში მაინც არ დავბრუნდი და ასე ყიალში გავატარე წლები…
მაგრამ ღმერთი, რისი ღმერთია აბა, საკუთარი ნებით და ფეხით არ მიგიყვანოს თავისთან.
ხუთიათასი კილომეტრი გამომატარა, რომ მეპოვნა და ყოველ ნაბიჯში მეგრძნო მისი სიდიდე და ყველგანმყოფობა…
რწმენა ისწავლება, არ ვიცი რამდენად სწორად მივუსადაგე სიტყვა , მაგრამ ისწავლება…ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც დღითიდღე მასწავლის, როგორ მწამდეს, როგორ მიყვარდეს…
სხვა დროს დღევანდელ დღეზე (მძიმე ორშაბათი) არასოდეს ვიფიქრებდი ალბათ, მაგრამ დღეს დილიდან ვზივარ და ჩემს ცოდვებზე ვფიქრობ – სად არ დავზოგე ადამიანი, სად არ ვაპატიე, სად ვუღალატე, სად ვატკინე…

ვფიქრობ , წერის ნიჭი კია არა, რომელიც უდავოდ ღმერთისგან მაქვს – მიწა როგორ არ მეცლება ფეხქვეშ… კიდევ როგორ ვხედავ მზეს, კიდევ როგორ ვარსებობ, როგორც ადამიანი…

ჩემი ძმის ტრაგედიამ როგორ ვერ მასწავლა ვერაფერი ადამიანის წამიერ სიცოცხლეზე, რატომ ვითრევ ფეხს იმ ადამიანს მოვუხადო ბოდიში, რომელმაც ჩემთვის ბევრი გააკეთა, რატომ ვითრევ ფეხს, ვუთხრა, რომ მიუხედავად მისი საქციელებისა – მიყვარს…

რატომ არ მაქვს იმხელა ძალა, რომ ვაპატიო ქალს (მეგობრის ცოლს), რომელმაც ბოროტი ენა მომიტანა…ამ უკანასკნელის საპატიებლად არასოდეს მეყოფა მგონია, ძალა, იმიტომ რომ
პატარა ვარ, მცირე ვარ… ბოროტი მეხსიერება მაქვს…

ნეტავ, ჩემ ქმარს ვგავდე, რომელსაც ვერასოდეს ვერავისზე ათქმევინებ ცუდს და არასოდეს არ იმახსოვრებს ცუდს…

და აი, აღდგომის სიხარულამდე მძიმე დღეებს გვჩუქნის ღმერთი, რომ გავიზარდოთ, რომ დავფიქრდეთ სიცოცხლის წამიერობაზე და გვიყვარდეს ერთმანეთი….

მადლობა უფალს, რომელიც მოთმინებით მელოდება, რომ ერთ დილითაც საკუთარ სიმცირეს მოვერევი და ვიტყვი – მე გპატიობთ ყველაფერს, ადამიანებო და თქვენც მაპატიეთ…

ბოდიში…მიყვარხართ….

/დინა მირცხულავა/”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved