• რეკლამა
  • კონტაქტი
04:52, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ხარაჩოზე პირველად ავედი და ეს ვნახე… გელათში პილიგრიმი და მართლმორწმუნე პრემიერი თუ უნახავთ?! ერთხელ მაინც…” – თორნიკე ბარათაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:05 02-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
529

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი:

“როცა ხარაჩოზე პირველად ავედი და ეს ვნახე, კარგახანს გამიჭირდა რეალობის აღქმა.
ასე რთულად ქვემოდან არ ჩანდა სურათი.
ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა და დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს, ისე მძიმედ აღვიქვი ხარაჩოდან ჩამოსულმა ეზოში აღმოვაჩინე, რომ კამერაში არაფერი მქონდა, იქ გადაღებაც ვერ მოვახერხე პირველ ასვლაზე.
მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებდით, რასაც არაფერი ეშველებოდა, თუმცა მძიმე რეალობის გათვალისწინებით ვერ ვიფიქრე, რომ ამის უარყოფის, შეფუთვის, შელამაზების მცდელობას,
ვინმე გაბედავდა და ამის გავრცელების შემდეგ, “შემოქმედები” მყისიერად, დუმილით არ მოსცილდებოდნენ პროცესს.
ბრაზის მიუხედავად დასჯაზე არ მიფიქრია, ვინ რა დოზით შეიძლება დაისაჯოს, რომ სასჯელი ამ დანაშაულის თანაზომადი იყოს და მსგავსი ზარალი გაასწოროს..
გელათზე მიყენებული ზიანი ეს ისაა, რასაც რიცხვებში ვერ გამოხატავ..
ძალა ეყოთ და გაჯიუტდნენ, ბოლოს იმდენად, რომ ომი იქეთ გამოგვიცხადეს ყველას, ვინც გელათზე ხმას ვიღებდით.
პოლიტანგაჟირებულების სტატუსები მოგვაკერეს,
მართულობაშიც გვამხილეს,
“ხარაჩოზე ბოდიალის” გამო კრიმინალისტების ჯგუფი გამოუშვეს,
ოფიციალურ განცხადებებში ფრესკების დაზიანებას გვაბრალებდნენ..
ათასი ბრიყვული სიშლეგე მოიფიქრეს, მაგრამ ეს უბედურება არ აღიარეს.
ან რა აღიარება უნდა იმას, რაც ფოტოზე ჩანს.
თუმცა დოზირებული აღიარება საბოლოოდ მოუწიათ, მესამე წელი მიდის და სტილი არ იცვლება.
მაშინ ორი ხელი ჰყოფნიდა იმ ხალხის ჩამოთვლას, ვინც გელათზე ხმამაღლა საუბრობდა პროფესიონალური წრეებიდან, მგონი ერთიც ჰყოფნიდა.
ახლა “მეამბოხეთა” რაოდენობა მზარდია, თანაც სისტემის შიგნით..
თუმცა, ბევრი დრო გაცდა და სულ მაგას მოვუწოდებდით თითოეული პროფესიონალის გააქტიურებას ოქროს ფასი ჰქონდა, ამ წრის გაფართოება გარდაუვალი იყო. დღეს გელათზე ყველა ლაპარაკობს. ისინიც, ვინც ეჭვის თვალით უყურებდნენ გავრცელებულ მასალებს არასახელისუფლებო მხარესაც და მონდომებით უყრუებდნენ, თითქოს არ ენახათ.
ახალი რა უნდა მოიფიქრონ,
პოლიტანგაჟირებულებს და არაპროფესიონალებს, კვალიფიკაციის არმქონეებს ისევ სხვებს უწოდებენ- ამის შემოქმედები.
საუბედუროდ, გელათი ის ვეღარ იქნება, რაც თუნდაც 2018 წლის დასაწყისში იყო, მაგრამ აუცილებლად გადავარჩება იმ რელიგიური პოპულისტების მონდომებული მავნებლობის მიუხედავად, რომლებიც გასანათლს იორდანიაში აწყობენ, გარეჯის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ, ფეისბუქზე რელიგიურ დღესასწაულებს ხატებით ულოცავენ, ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული.
დასკვნის ავტორები გელათში არასდროს გვინახავსო- ხალხმა, რომლებმაც თავადაც აგერ, ახლა დაიწყეს შემორბენითი სიარული.
პილიგრიმი და მართლმორწმუნე პრემიერი თუ უნახავთ?!
ერთხელ მაინც…”
შეიძლება იყოს brick wall გამოსახულება
თეგები: გელათითორნიკე ბარათაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved