• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშინ გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე კერპებად შერაცხეს და შეკითხვის დასმაც კი მკრეხელობად მიიჩნეოდა” – სანაია

ალია ავტორი - ალია
21:10 02-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,756

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“მახსოვს, როდესაც ამირან გამყრელიძესთან მწვავე ინტერვიუ მქონდა, შეტევის როგორი ნიაღვარი წამოვიდა სოციალურ ქსელებში – ცხადია, ეს თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული იყო. ბევრი დაბნეული პატიოსანი ადამიანიც აჰყვა – ნაცნობებიც და უცნობებიც.

მაშინ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე კერპებად შერაცხეს, თაყვანს სცემდნენ და შეკითხვის დასმაც კი მკრეხელობად მიიჩნეოდა.

საქართველოში კოვიდმა დაახლოებით 17 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. არავინ იცის, ხელისუფლებამ როგორ დახარჯა მილიარდები. არავის არაფერზე უგია პასუხი ხელისუფლებიდან – ესაა, რაც საზოგადოებას დარჩა უპირობოდ გაცემული ნდობიდან. რა ამაზრზენი საყურებელი იყო, როცა ,,ქართული ოცნება” ექიმების დამსახურებებს თავის თავზე იწერდა.

მერე ივანიშვილის კარზე ცვლილებები მოხდა. ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა. ამასობაში კი ,,ქართულ ოცნებაში” თავად ამირან გამყრელიძეც მოიძულეს. როგორც თავად ამბობს, ,,კეთროვნად” გამოაცხადეს, არადა არც პარტიულ ღონისძიებებს ტოვებდნენ. არც ის ვიცი, სამიდან ორი მუშკეტერი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე.

არ დავაშეარებ იმ ძველ სტატუსს, რომელიც ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ დავწერე. ალბათ ბევრს შერცხვება – არა მხოლოდ იმის გამო, რასაც მაშინ ამბობდა – შეცდომა ყველას მოსდის, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, ახლა რომ დუმს.

ახლა, როცა ხელისუფლება გამყრელიძეს ებრძვის, არ მესმის იმ ხალხის ხმა, რომელიც მას დაიცავს. სადაც ამირან გამყრელიძისთვის კარი ისევ ღიაა – ეს მედიაა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი მაგალითია მათთვის, ვისაც ,,ქართულ ოცნებასთან” უწევს ურთიერთობა.”

 

 

 

 

ამირან გამყრელიძის სკანდალური წერილი ჯანდაცვას – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ალაპარაკდა

 

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved