• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაკულიებს გამოძიებამ დასდო ბრალი… ახლა საქმე ლაგდება” – ნიკო კვარაცხელიას დედის სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:36 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
564

ერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გურამ კაკულიას მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მას და მის ძმას, დავით კაკულიას არანაირი შემხებლობა არ აქვთ, ეხმაურება და “ინტერპრესნიუსთან” ამბობს:

“როდესაც სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე აიყვანეს მან სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ მათ [გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს] მკვლელობა დაუკვეთა კაკულიამ. მე, როგორც დედას ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს.

კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარსდგა ღვთის წინაშე ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს.

ნიკო მოკლა სისტემამ და ჩაითრია ყველა ის ახალგაზრდა, ეს იქნება გურამი, დავითი თუ ა.შ. ეს არის ჩემგან უტყუარი ინფორმაცია.[ნიკოს მკვლელობაში] მათ ხელი კავილაძის ოჯახმა დაადო, ათ წუთში კი პოლიციამ. პოლიციელმა თქვა, რომ აი, ეს არის ვერსიაო. [კაკულიებს ხელი ]კავილაძემ მისი აყვანის პროცესში დაადო და მე რა უფლება მაქვს, რომ არ მჯეროდეს?! პროკურატურამ დაგვიდო მასალა, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთება. ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი არ იყვნენ ამ პროცესის თანამონაწილეები.

ლაგდება იმათ სასარგებლოდ, ვინც ჩვენ წინა პროცესზე შემოგვყვირა, 1 წელი და ოთხი თვე გახდა და რით ვეღარ იგლოვეთო. ალბათ, მათ გარეთ გამოუშვებენ, ალბათ, სხვები არიან მოსაკლავები. მე კაველაძეზე მაქვს საუბარი. კაველაძის ოჯახი ცდილობს, რომ დაიხსნას. ალბათ, კიდევ არის მოსაკლავი და კარგად აორგანიზებს კაველაძის ოჯახი მოკვლა-გამოხსნის ამბავს. საქმე ლაგდება ყველას სასარგებლოდ, ვინც ამ პროცესის თანამონაწილეა”

 

შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოს მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ძმები, დავით და გურამ კაკულიებიც გამოჰკითხა, რომლებსაც ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე – სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ. ორივე ძმა კავშირს გამორიცხავს, როგორც ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში ისე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში.

თეგები: ნიკო კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved