• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაზარაძე რატომ ვერ აიყოლიეთ?” – რაში ვერ აიყოლია ხაზარაძე მელიამ და რა ურჩია ნიკა მელიამ მცირე ზომის პარტიებს?

ალია ავტორი - ალია
04:27 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, პასუხობს ჟურნალისტ, გიორგი თარგამაძის კითხვას იმის შესახებ, რა შეიცვალა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების და ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარდგენას დაუჭირეს მხარი და მამუკა ხაზარაძე ვიცე-მერობასაც დასთანხმდა, მისი გამარჯვების შემთხვევაში. ჟურნალისტმა გაიხსენა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის ინიციატივა, მოეხდინა მცირე ბიუჯეტიდან, პირველკლასელთა კვების დაფინანსება და გაახსენა ნიკა მელიას, რომ მასაც ჰქონდა ამ ტიპის ინიციატივა, თუმცა, ამაზე აღარ საუბრობს. გიორგი თარგამაძემ ჰკითხა ნიკა მელიას, რატომ აღარ ჩანს ოპოზიციური კოალიცია ისევ ერთად და ხომ არ იქონია ამაზე გავლენა იმან, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ისინი სწორედ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ პარტიის ლიდერად და არა ნიკა მელიას.

ნიკა მელია:

-რაზე ვკამათობთ, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ცვლის მოცემულობას და ვერც საბავშვცო ბაღებში კვებაზე დიდი ხანი ვერ ვილაპარაკებ. ლიდერია, დამფუძნებელი, თუ მესამე პრეზიდენტი, რიგითი წვერიც რომ იყოს, მომაკვდავ მდგომარეობაში რომ არის, ეს დღის წესრიგს გვიცვლის. 2022-2023 წელი არჩევენები არ იყო. აბა არჩევნები ყოფილიყო?

გიორგი თარგამაძე:

-თქვენ ხომ მოუწოდეთ რიგგარეშე არჩევნებისთვის ერთად ვიბრძოლოთო. მაგალითად, ხაზარაძე რატომ ვერ აიყოლიეთ?

ნიკა მელია:

-კოლეგიალური ურთიერთობა ახლაც მაქვს, მაგრამ არის ფაზები, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ ახლა აღწერეთ. 2003 წლის 23 ნოემბრამდე აქციები მუდმივი იყო? გახსოვთ ხალხმრავალი აქციები? ვერ გაიხსენებთ. ყველა ერთად რომ აიღო ის ადმაიანი, გააერთიანო, იმის 20 პროცენტი ქუჩის აქციების და ბიძინა ივანიშვილისთვის კრიზის შექმნის თვალსაზრისით არ გაუკეთებიათ, რაც მე სოლო პოლიტიკური აქტივობით გავაკეთე.

გიორგი თარგამაძე:

-რეალურად, თქვენ გქონდათ მცდელობა ბოლო წლების განმავლობაში, ამ პარტიის ლიდერად ჩამოყალიბების…

ნიკა მელია:

-რა გინდათ ახლა, დამაპირისპიროთ და ვთქვა, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები დარწმუნდნენ რომ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობასთან აღარ თანამშრომლობენ? ვერ გავიგე ლოგიკა.

გიორგი თარგამაძე:

-ლოგიკა არის ამაში, მის შემდეგ თქვენი თანამშრომლობა არ მინახია.

ნიკა მელია:

-თანამშრომლობა კი არა, პირიქით, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია იყო, როგორც მცირე ზომის პარტიები, გახდით მომდევნო თვეებში უფრო თვითმყოფადები, შეიძინეთ მეტი ელექტორატული ძალა.

თეგები: მამუკა ხაზარაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved