• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ექიმი ოთარ თოიძე

ალია ავტორი - ალია
15:47 01-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,392

ცენტრ ,,ემპათიას” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რას ვმკურალობთ და რას ველით ამ მკურნალობისგან. თუ ჩვენ მკურნალობისგან ველით, რომ კიდევ 3-4 წელი პაციენტმა გაიაროს ფსიქორეაბილიტაციის, ან კოგნიტიური რეაბილიტაციის კურსი, ან მედიკამენტური კურსი, ასეთ შემთხვევაში ეს საქართველოში შეუძლებელია.

 ექიმმა კობიმ თქვა, სააკაშვილის შემთხვევაში  ოპერაცია იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც პოსტოპერაციული პერიოდი, რაც საქართველოში შეუძლებელია, რადგან ეს ითხოვს მთელ რიგ ინსტიტუციებს, კადრები უნდა გყავდეს, შესაძლებლობები გქონდეს, აპარატიული, დიაგნოსტიკური, უნდა გქონდეს სოციალური სამსახური, რაც არ არის.”

თოიძე ასევე მესამე პრეზიდენტის შიმშილობასაც ახსენებს და ამბობს:

„შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო ლიტერატურაში ერთეულებითაა აღწერილი. ცნობილია, რომ მე-20, 30-ე დღის ჩათვლით პაციენტების მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ შიმშილობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, ან ისინი იღუპებიან. მისი ენცეფალოპათიური სინდრომები პროგრესირებას განიცდის და ვეგეტატიური სისტემის ნიშნით გამოვლინდებიან. ვეგეტატიურ სისტემას აქვს ჩვენი ენერგეტიკულ-მამოძრავებელი ფუნქცია. ის, რაც ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, ეს ლოკალურ ადგილებში წყდება, მაგრამ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს და ანაწილებს ფუნქციებს. ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია. საჭირო იყო სუდომოტორული ვეგეტატიური ტესტის ჩატარება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. სხვა ყველა ვეგეტატიური სინჯი დადებითია (უარყოფითი თვალსაზრისით). ასევე, ვერ მოხდა მისი წნევის დასტაბილურება, იყო ჰიპერტონიული კრიზები, კოლაფსი, კატასტროფული წნევის ვარდნა, რომელიც ზოგს გულყრა ჰგონია, მაგრამ ეს არის გონების კარგვის ვეგეტატიური შეტევები. ტემპერატურის ცვალებადობა, რომელშიც, არაა გამორიცხული, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის წვლილია, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ ინტოქსიკაციურ და ტოქსიკურ აგენტებსაც. ასევე არის შარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

თეგები: ოთარ თოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved