• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიის მომავალი ვერ იქნება ვერც კეზერაშვილი, ვერც მერაბიშვილი, მათ ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:28 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ტვ პირველთან

დიანა ტრაპაიძე:

-ნიკა მელიას ერთ-ერთი მკაფიო განცხადება იყო, რომ ის პარტიაში ვერ ხედავს ვანო მერაბიშვილის ადგილს…

ლევან ხაბეიშვილი:

-და რა მიიღო, რა ტიპის პარტია მიიღო?

დიანა ტრაპაიძე:

-არ ვიცი

ლევან ხაბეიშვილი:

-როგორ არ იცით, თქვენ ხომ აკეთებთ ანალიზს.

დიანა ტრაპაიძე:

-ხედავთ თუ არა მის ადგილს თქვენ გვერდით, ან პარტიაში.

ლევან ხაბეიშვილი:

-კიდევ ვანო მერაბიშვილზე მელაპარაკებით? 35 წუთია… მე ნაციონალური მოძრაობის წარსულის არ მრცხვენია.

დიანა ტრაპაიძე:

-თქვენი თანაგუნდელები ლაპარაკობენ ვანო მერაბიშვილზე გაუთავებლად, გაუთავებლად, მეტიც, ამბობენ, რომ ჩანაწერი სწორედ ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა თქვენი კონკურენტის წინააღმდეგ და ა.შ. ხედავთ მერაბიშვილის ადგილს თქვენ გვერდით?

ლევან ხაბეიშვილი:

-შეიძლება მათქმევინოთ?

დიანა ტრაპაიძე:

-თქვით მერე, ხომ კარგი კაცია და რა პრობლემაა.

ლევან ხაბეიშვილი:

-გეტყვით კიდევ და შეიძლება ეს პასუხი პასუხად მიიღოთ? მე არ მრცხვენია ნაციონალური მოძრაობის წარსულის, ყველას პატივს ვცემ, მათ შორის ვერც ბაჩო დოლიძეს მოვიხსენიებ აუგად, არ ვიკადრებ ამას, მით უმეტეს ვანო მერაბიშვილს, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ძალიანაც კარგი, დავით კეზერაშვილიც რომ მხარს მიჭერს ძალიანაც კარგი, გენერალი ჯანაშიაც მხარს მიჭერს, გენერალი ჭანკვეტაძეც, შაშკინიც, ბოტკოველიც, დავით კირკიტაძეც, პეტრე ცისკარიშვილიც და ყველა, ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილი პარტიული ხალხი, დამფუძნებლები ნაციონალური მოძრაობის, დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს, გაგიკვირდებათ და დღეს დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცეებს ეშინიათ ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდესო, ხალხო, ახლა იმათ უნდა ვებრძოლოთო, ასე გვინდაო, ოთახებში გვინდაო… გენერალ ჯანაშიაზე ვილაპარაკოთ, გადასარევი კაცი მიჭერს მხარს, ეს ახალგაზრდები… (ლევან ხაბეიშვილის სტუდიაში მიტანილი ჰქონდა ფოტოები რეგიონებიდან საკრებულოების წევრი ახალგაზრდების, რომლებიც მას უჭერენ მხარს). ნაციონალური მოძრაობის მომავალი ვერ იქნება, ვერც კეზერაშვილი, ვერც მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობის მომავალი იქნებიან ახალგაზრდები და ჩვენი ქვეყნისაც. პარტიულ მმართველობაში ვხედავ ამ ახალგაზრდების ადგილს.

დიანა ტრაპაიძე:

-ძველგაზრდების ვერა?

ლევან ხაბეიშვილი:

-არა, ვინც ჩამოგითვალეთ, ეს ადამიანები იქნებიან ნაციონალური მოძრაობა. არც აქვთ სურვილი (მერაბიშვილს და კეზერაშვილს) პარტიაში ყოფნის.

დიანა ტრაპაიძე:

-რომ მოისურვონ?

ლევან ხაბეიშვილი:

-ვერ ვხედავ მათ ადგილს პოლიტიკაში. დავით კეზერაშვილს არ აინტერესებს პოლიტიკა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ.

დიანა ტრაპაიძე:

-რომ დაინტერესდნენ?

ლევან ხაბეიშვილი:

-არ არის ეს ხალხი საჯარო პოლიტიკაში, არ აინტერესებთ პარტიული მუშაობა, დაივიწყეთ. პარტიის ლიდერობა არის ეს ახალგაზრდები.

დიანა ტრაპაიძე:

-მიპასუხე, ხედავ თუ არა მათ (მერაბიშვილი, კეზერაშვილი) ადგილს პარტიულ მმართველობაში და გადავიდეთ შემდეგ თემაზე.

ლევან ხაბეიშვილი:

-ყველას ადგილს ვხედავ, ვინც ივანიშვილის დამარცხებაში მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ პარტიის მომავალი არის ეს ახალგაზრდები.

დიანა ტრაპაიძე:

-პარტიულ მმართველობაში რომ მოისურვონ, არ ექნებათ პრობლემა?

ლევან ხაბეიშვილი:

-ახლა ეს გაიგეთ?

დიანა ტრაპაიძე:

-გეკითხები, მინდა დავაზუსტო, რატომ გაურბიხართ, ხომ კარგ ხალხზე ვლაპარაკობთ, თქვენ ასე გგონიათ?

ლევან ხაბეიშვილი:

-ასე მგონია? რატომ ლაპარაკობთ ირონიულად?

დიანა ტრაპაიძე:

-მართლა არ ვლკაპარაკობ.

ლევან ხაბეიშვილი:

-გაოცებული ვარ, ისე მელაპარაკებით, გიპასუხეთ, საქართველოს მომავალი არის ეს ახალგაზრდები.

დიანა ტრაპაიძე:

-რომ მოინდომონ, კი, მაგრამ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რომ არ უნდათ?

ლევან ხაბეიშვილი:

-არ აინტერესებთ პოლიტიკა და მათთან ერთად მე პოლიტიკა არ მიკეთებია, მათთან ერთად არ ვაკეთებ საჯარო პოლიტიკას, ამ ახალგაზრდებთან ერთად ვაპირებ საჯარო პოლიტიკის კეთებას. 40 წუთია მერაბიშვილზე მელაპარაკებიოთ…

დიანა ტრაპაიძე:

-არ მაინტერესებს მე, თქვენი თანაგუნდელები ლაპარაკობენ, ვანოზე ლაპარაკი დიდი ხნის წინ დავამთავრე, თუ გამოჩნდება, ვილაპარაკებ. თქვენ ჩამონათვალში ახალაია არ იყო, ეს შემთხვევით, თუ რატომ?

ლევან ხაბეიშვილი:

-ბაჩო ახალაიას პოზიცია ხომ არ ვიცით საჯაროდ? ბაჩოც თუ დამიჭერს მხარს, ქვა უნდა ვესროლო, არათქო? ხალხი, რომელმაც 9-10 წელი პატიმრობა მოიხადა?და ის ხალხი, პოლიტიკური დევნილები რომ იყვნენ, ის ხალხი უნდა ვდევნო? 2023 წელია და ნაცვლად იმისა, ბიძინა ივანიშვილმა ასი ათასობით ქართველი რომ გააქცია, გაჭირვება, სიღატაკე რომ არის და ჩამოინგრა ყველაფერი, კაციშვილი პატრონი არა ჰყავს ქვეყანას, კიდევ ბაჩოზე და ვანოზე ვლაპარაკობთ, ხვდებით რას აკეთებს რუსული ოცნება?

დიანა ტრაპაიძე:

-ბევრი გახსენებთ, სხვათა შორის, რომ თქვენ 2016 წელს, საკმაოდ რთულ დროს წახვედით ამ პარტიიდან.

ლევან ხაბეიშვილი:

2008 წლიდან ვარ ნაციონალურ მოძრაობაში, ყველა საფეხური მაქვს გავლილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ პარტიაში მაქვს გატარებული. მთელმა საქართველომ იცის მიზეზი, 2016 წელს 8 თვის მანძილზე ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გამო რომ ვიყავი წასული პარტიიდან, იმიტომ რომ ართმევდნენ სააკაშვილს პარტიას. როგორც კი წავიდნენ და გააკეთეს განცხადება, დავბრუნდი ნაციონალურ მოძრაობაში.

დიანა ტრაპაიძე:

-ამ ხალხის (მერაბიშვილი და კეზერაშვილი) ადგილი პარტიაში ბევრისთვის ტესტი, ეს ისევ ის პარტიაა, რომელიც იყო 9 წელი ხელისუფლებაში, როგორც იყო, თუ ეს იქნება განახლებული, სხვანაირი პარტია, თქვენი პარტიის რიგები გაფართოვდება, თუ არა, ამიტომ ვხარჯავ ამდენ დროს, მე ვიცი, რაზე ვხარჯავ დროს…

ლევან ხაბეიშვილი:

-ქალბატონო დიანა, თქვენი აზრით, მე ვერ ჩამოვაყალიბე? იცით, რამდენჯერ ავხსენი? ეს ახალგაზრდები არიან მომავალი-თქო. მილიონჯერ გაგეცით პასუხი და მოდი, საზოგადოებამ განსაჯოს.

თეგები: დავით კეზერაშვილივანო მერაბიშვილილევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

14:49 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved