• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემმა გოგონამ სანტა კლაუსს დიდი ტაფა დააბარა” – როგორ ატარებს თამარ ივერი ახალ წელს

ალია ავტორი - ალია
21:39 01-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

საოპერო მომღერალი – თამარ ივერი “კვირის პალიტრასთან” ახალი წლის ტრადიციებზე და მოგონებებზე საუბრისას, ამბობს:

 

ახალ წელს ძალიან გვიყვარს სადმე გასვლა… მაგალითად, ავსტრიაში ვხვდებოდით, ვინაიდან მე ვენაში ვცხოვრობ. ასევე, ტრადიცია გვქონდა, იტალიაში შევხვედროდით, სანამ იქ ჩემი მეუღლის დედა ცხოვრობდა და ბავშვები ბებიასთან ჩაგვყავდა. წელს რაღაც მიზეზების გამო, ახალ წელს ქვეყნიდან არ გავსულვართ.

ჩემი დედამთილი, სანამ იტალიაში ცხოვრობდა, საახალწლოდ სულ ქართულ გარემოს ქმნიდა, გოზინაყსაც ამზადებდა და სხვა რამესაც, მაგრამ ვენაში რომ ჩავდიოდით, იქ ნამდვილად არ ვაკეთებდით გოზინაყს და მსგავს რამეებს. ძალიან მიყვარს ევროპაში საახალწლო სოფლები, ფანტასტიკურად, ძალიან მაღალ დონეზე იციან ამ ყველაფრის მოწყობა და ამის გამო ჩავდიოდით, საახალწლო, საშობაო სოფლებში ბევრი რომ გვესეირნა.

12 საათის შემდეგ ის ადამიანები მოდიან ჩვენთან, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან და ვიცით, მხოლოდ დადებითი განწყობა მოაქვთ… თუ არავის სცალია და მოსვლას ვერ ახერხებს, ჩვენ თავად გამოვდივართ და სახლში მეფეხურად შევდივართ, რადგან მერე ვინმე ისეთი შემთხვევითი მომსვლელი არ იყოს მეკვლე, რომელზეც არ გვეცოდინება, რა განწყობით მოდის.

ახალ წელს ყოველთვის შამპანურით, ღვინით ხელში ვეგებებით და აუცილებლად ვლოცულობთ. ძალიან გვიყვარს, ლოცვით რომ ვხვდებით, უკეთესი მომავლისთვის.

საქართველოში როცა ვართ, მაშინ კი ვაკეთებთ საახალწლო კერძებს… ძალიან ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ სამზარეულოში ცოტა რაღაც მეხერხება.

ახალი წელი ბავშვობაში ძალიან მიხაროდა… მახსოვს, ბებია მაღალ ნაძვის ხეს დგამდა, კენწეროში მანდარინებს, შოკოლადებს კიდებდა… თუ კარგად მოვიქცეოდით, ნებას გვრთავდა, ნუგბარი ჩამოგვეღო… ერთხელაც, ბებია სახლში არ იყო, მე და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს მხრებზე შევადექით და ასე ვეხმარებოდით ჩამოსაღებად, ვინც მიწვდებოდა… ბოლოს ყველანი გადმოვცვივდით და ზემოდან ნაძვის ხე დაგვეცა.

ევროპაში სეირნობა ძალიან უყვართ… განსაკუთრებულად კი პიროტექნიკა უყვარდათ, რაც მკაცრად ავუკრძალე. ავუხსენი, რომ ამით შეიძლება ადამიანს ზიანი მიადგეს, როგორ აწუხებს ხმა ცხოველებს და ასე შემდეგ… ვცდილობ, ახალი წელი აღიქვან, რომ არის ბედნიერების მომტანი და არა – ბათქა-ბუთქის… პატარები რომ იყვნენ, ჩემმა მეუღლემ თოვლის ბაბუის ფორმა გადაიცვა და ბავშვები მოვატყუეთ, თითქოს სანტა კლაუსი გვეწვია. ძალიან გახალისდნენ და მეორე დღესაც კითხულობდნენ, დღესაც რატომ არ მოდისო?.. ახლაც სჯერათ, რომ საჩუქრები სანტა კლაუსს მოაქვს და წერილებს ტოვებენ, ესა და ეს მოგვიტანეო. შარშან, ჩემმა გოგონამ, არც მეტი და არც ნაკლები, სანტა კლაუსს დიდი ტაფა დააბარა.

ეტყობა, რაღაც კერძებს რომ ვაკეთებდით და მერე იკითხავდა, ის აღარ არისო, ვპასუხობდი, შვილო, დამთავრდა, ტაფაზე რამდენი უნდა დატეულიყო-მეთქი… ამბობდა, აუ, არ შეიძლება, ცოტა დიდ ტაფაზე გაკეთდესო?! უცებ ვხედავ მისგან სანტასთვის წერილს, თუ შეიძლება ძალიან დიდი ტაფა მაჩუქეო… ქალაქში რაც კი შეიძლებოდა, ყველაზე დიდი ტაფა მოვიძიეთ და შევიძინეთ.

ახლა კი წამოიზარდნენ და მადაც გაეზარდათ. ტაფები, სათამაშო ხმლები და თოფები კი არა, პლანშეტებს, ძვირადღირებული ტელეფონების ბოლო მოდელებს უკვეთავენ სანტას… რა თქმა უნდა, არ ვყიდულობთ, ასე შეიძლებოდა მალე მანქანაც მოეთხოვათ და ვუთხარი, სანტამ რომ წაიკითხა, გაბრაზდა კიდეც, მას ის საჩუქრები მოაქვს, რაც დაიმსახურეთ, რაც თქვენი ასაკისთვის არის-მეთქი… თვითონ რაც უნდოდეს, ის მოგვიტანოსო და დილით რომ გაიღვიძეს – “ფლეისთეიშენ 5” დახვდათ, რაზეც სიხარულისგან გადაირივნენ. კარგად იმიტომ იქცევიან და მეცადინეობენ, იციან, რომ თუ გაგვაბრაზებენ, სანტას ვეტყვით და აღარაფერს მოუტანს.

თეგები: თამარ ივერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved