• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონი ბიძინა ისევ იმალება ხომ? რამე ხომ არ მეშლება?” – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:51 01-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,100

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ. საბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“ახალ წლებზე შეგნებულად არ ვიღებდი ხმას.
სამწუხაროდ, ისევ აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ახალი წლის და შობის დღეებშიც ვერ გადადო გვერდით პირადი თუ პარტიული და ხალხს დღესასწაულებზე სისულელეები ასმენინა, ვირტუალური სივრცე ზიზღით და დაპირისპირებით აავსო და ვისაც ჯერ კიდევ ვერ ან შეგნებულად არ გაუაზრებია, რომ ქვეყანა დგას ისტორიულ გზაგასაყარზე – ან ვხდებით ევროპული ოჯახის წევრი ძლიერი ინსტიტუტებით, უკეთესი განათლებით, დაზღვეული საგარეო რისკებით, ძლიერი ეკონომიკით და სხვა ბევრი სიკეთით, ან ვდგებით რუსეთის მხარეს და საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან, ათწლეულობით უარს ვამბობთ თავისუფლებაზე და ყველა იმ სიკეთეზე, რაც ევროპას მოაქვს.
ხოდა აი სწორედ ახლა, როცა წყდება სად ვიქნებით ხვალ, როცა სახელმწიფო სახელმწიფოს აღარ ჰგავს, უწყება უწყებას, მედია მედიას, ექსპერტი ექსპერტს და ა.შ. როცა ერთი კაცის სამსახურში იმდენად მოშლილია ყველაფერი, რომ ხელისუფლება ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებს, როცა ქვეყნის მართვის ნიშანწყალი აღარაფერს ეტყობა (თოვლისგან გზა ვერ გაწმენდილა, ტრანსპორტის მოძრაობა ვერ დარეგულირებულა, ნაძვისხე რომ ნაძვისხეა ის ვერ დამდგარა და ა.შ.), როცა ყველანაირად შელახული გვაქვს თავმოყვარეობა საერთაშორისო ასპარეზზე და რუსეთის მოკავშირედ განვიხილებით, როცა იმდენი ზიზღი დაინერგა, რომ ქართველი ქართველს აღარ ტირის და ხალხი ერთმანეთს პარტიული კუთვნილების გამო გადაეკიდა, როცა დაპირისპირება ისეთ პიკს აღწევს, რომ კარგშიც ცუდს ვეძებთ, ნაცვლად იმისა, დაპირისპირების ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანაზე ზრუნავდეს
ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უმთავრესი საზრუნავია ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირება (24 საათი ამას აშუქებენ), გაძლიერებული თავდასხმა დასავლეთზე (ანუ ჩვენი თავისუფალი მომავლის ერთადერთ ნავსაყუდელზე) და ყველაფერზე, რასაც დემოკრატიის ნიშანწყალი აქვს შერჩენილი ქვეყანაში. ორი აზრი აღარ არის – ხელისუფლებამ თავის გზა აირჩია – უარი თქვა დასავლეთზე! რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად ბატონი ბიძინა ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ევროკავშირი ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობაა და დასუსტებული ინსტიტუტებით, კორუფციით, ნეპოტიზმით, ღრმა პოლარიზაციით, რუსული პროპაგანდით, დასავლეთთან ომით არავის ვჭირდებით. ეს შესანიშნავად იცის ბატონმა ბიძინამ, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ძალაუფლება არ დათმოს და საქართველოს ევროპული მომავალი ჭირსაც წაუღია. სანამ ეს კაცი საქართველოს გრინჩივითაა მომჯდარი და ქვეყნის მომავალს ხალხის ნაცვლად წყვეტს, მისი პარტია, მისი მედია, მისი ექსპერტები, მისი ინსტიტუტები, მისი 9-იანი და პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტი, მისი დავალებით საზოგადოებას აქტიურად კვებავს ნაცმოძრაობაში არსებული დაპირისპირებით და სააკაშვილით, ახდენს დასავლეთის დემონიზებას და ავიწყებს მთავარს – რომ ეს კაცი მომავალს გვართმევს და ბნელი წარსულისკენ მიგვაქანებს!
რას აკეთებს ამ დროს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია – ყველაფერს, რომ ევროპული მომავლის ამ ქურდებს ქვეყნის და ხალხის წინაშე ისტორიული დანაშაული გაუადვილოს. საზრდოს აწვდის ყოველდღიურად.
ამ ორი პარტიის დაპირისპირებაში და ძალაუფლების შენარჩუნების თუ დაბრუნების დაუოკებელ წყურვილში გადის დღეები, კვირები, თვეები და ამასობაში დემოკრატია თავზე ჩამოგვექცა, ინსტიტუტი და თანამდებობის პირი არ დარჩა ბიძინას რომ არ ექვემდებარება და კარზე მოგვადგა გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე.
ეს უნდა იყოს დღეს ყველასთვის მთავარი, ეს!
უკვე გასაგებია, რომ ხელისუფლებას და ბევრს ოპოზიციაში ეს ყველაფერი უბრალოდ არ აინტერესებს (მოტივები სხვადასხვაა). გვაცადეთ, ვისაც გვაღელვებს, ვისაც გვინდა ამ ჭაობიდან ამოვიდეთ და ქვეყანა და ხალხი ამოვიყვანოთ. გვაცადეთ იმათ, ვინც თქვენსავით არ გავმდიდრებულვართ, კორუფციის ჭაობში არ ჩავფლულვართ, კეთილსინდისიერად ვემსახურეთ ქვეყანას და მართლა გვადარდებს ეს ქვეყანა სად იქნება ხვალ და დიახ, არ დავმალავ, სად ვიქნები მე ხვალ – თავისუფალ საქართველოში თუ ჭაობში. ჩემი მომავლისთვისაც ვიბრძვი, არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა!
ერთადერთი პარტია ვართ, ვინც ამ მარაზმში არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს მონაწილეობას. არ ვიტყვი, რომ ერთადერთი ვართ, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის (ბევრისგან განსხვავებით, არ ვთვლი, რომ პრო-ევროპელობა მონოპოლიზებული უნდა გვქონდეს და ყველა, ვისი ბრძოლის გზაც განსხვავებულია, პრორუსია ან არ არის პრო-ევროპელი) მაგრამ ნამდვილად ვართ ერთადერთი, ვინც იცის როგორ იბრძოლოს, როგორ არ დაუშვას შეცდომები და შედეგად, როგორ შეუზღუდოს უკანონოდ კონსოლიდირბეული ძალაუფლება ბატონ ბიძინას.
ბუნებრივია, ამის გამო, ცეცხლი ორმხრივია – ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია. თითქმის 2 წელია უბინძურესი მეთოდებით იბრძვიან. ბუნებრივია, ოცნების ინტერესშია დისკრედიტირებული ნაცმოძრაობა მთავარ ოპოზიციად (ოცნების დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც ეს დააწერინეს გორბი-ს).
ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ფაქტი ერთია, ბოლო ორი წელია გაჩერდა რეფორმები, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ომი გამოვუცხადეთ დასავლეთს, ჩაირთო რუსული პროპაგანდა, არ დარჩა საერთაშორისო ანგარიში, სადაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე არ აღინიშნა. ფაქტია, 2 წლის წინ არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ ამბობდა, რომ ქვეყანას რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი მართავს, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლური კურსიდან. ფაქტია, 2 წლის წინ ასოცირებული ტრიოს ჩემპიონები ვიყავით. ფაქტია, გახარია პრემიერი აღარ არის და ხელისუფლებამ უარი თქვა დასავლეთზე. ეს ყველაფერი ფაქტებია და ამის იქით ყველაფერი, ოცნების შიშებია.
შიშის საფუძველი ნამდვილად აქვთ. 2023 წელი თქვენგან დაღლილი ხალხის მიერ ყველაფრის გადაფასების, პოლიტიკური ელიტის გადახალისების და ახალი პოლიტიკური კულტურის ფორმირების წელია. თქვენისთანა პარტიების ადგილი უბრალოდ აღარ იქნება მომავლის საქართველოში და
როცა ქვეყანას გამარჯვებამდე მივიყვანთ, აუცილებლად აგებთ პასუხს, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებების გამო კი არა (შურისძიება მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას), ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, რაც უბრალოდ უპატიებელია. პასუხს ის დემოკრატიული სისტემა გაგებინებთ, რომელიც თქვენი ძალაუფლების შეზღუდვის საფუძველზე შეიქმნება. სისტემა, რომელმაც წლებს უნდა გაუძლოს ხელისუფლებების ცვლილების მიუხედავად.
და ბოლოს – ბატონი ბიძინა ისევ იმალება ხომ? წერილებს და ჩანაწერებს ამოფარებული. რამე ხომ არ მეშლება?
ჯერ არ აუხსნია ხომ ხალხისთვის:
– როდიდან და რატომ შეიცვალა ქვეყნის დასავლური კურსი და რატომ ართმევს ქვეყანას ევროპულ მომავალს?
– როდიდან და რატომ დაიწყო დასავლეთთან ომი და დასავლეთის დემონიზების მცდელობა?
– რატომ იყენებს რუსული პროპაგანდის მეთოდებს?
– რატომ უწოდებს დასავლეთი მაინც და მაინც ახლა რუსეთთან კავშირების მქონე ერთადერთი ოლიგარქს?
– რანაირად გაჩერდა რეფორმები, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, არ დაგვრჩა მეგობრები დასავლეთში და საერთაშორისო იზოლაციის პირას ვართ?
– არ აუხსნია ხომ რანაირად მოხდა ეს ყველაფერი მაინც და მაინც ბოლო ორ წელში?”
თეგები: ბიძინა ივანიშვილინათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved