• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოძალადეების უმეტესობა “ნორმალური” გარეგნობით და ჩაცმით ხასიათდება” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
17:49 01-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

ექიმი, არჩილ მარშანია:

⚠️ ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობი ადამიანები ცდილობდნენ ბავშვები მოტყუებით წაიყვანონ სადღაც.
? საბედნიეროდ, მსგავსი დანაშაულები სტატისტიკურად იშვიათია, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეიძლება დავიცვათ არასრულწლოვნები უცხოებისგან და ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე.
​? შემთხვევები ერთნაირი არ არის, ამიტომ სხვადასხვა ასაკისთვის და სხვადასხვა შემთხვევებისთვის გაგიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის.
✅️პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი რაც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს – როდესაც არიან თქვენ გარეშე, მარტო, არ ესაუბრონ უცხოებს, არ გაყვნენ მათ, არ გამოართვან საჩუქარი/ტკბილეული;
არასდროს, არანაირ შემთხვევაში❗️
✅️ თუ ბავშვები სახლში რჩებიან მარტო, ასევე ასწავლეთ, რომ არასდროს, არანაირ შემთხვევაში კარი არ გაუღონ უცხოებს და თუნდაც ნაცნობისთვის კარის გაღების ნებართვა ყოველთვის აიღონ თქვენთან ზარის განხორციელების შემდეგ;
✅️ასწავლეთ როდის და როგორ დარეკონ 112-ში.
(თუ სარგებლობენ სმარტფონით, არსებობს 112-ის აპლიკაციაც, გადმოუწერეთ ტელეფონში და ასწავლეთ მისი გამოყენება);
​? აუხსენით ბავშვს, რომ გარეგნობას, ჩაცმულობას ან საუბრის მანერას არ აქვს მნიშვნელობა.
თუ ბავშვი არის მარტო, უსაფრთხოების ეს წესები ყოველთვის უნდა დაიცვას.
ხშირად ბავშვები ერიდებიან “აგრესიული” გარეგნობის ადამიანებს, თუმცა სტატისტიკურად, მოძალადეების უმეტესობა “ნორმალური” გარეგნობით და ჩაცმით ხასიათდება);
​? აუცილებლად უთხარით, რომ ენდონ საკუთარ გრძნობებს და ინსტინქტებს, თუ ვინმესთან ან რამე სიტუაციაში თავს გრძნობენ არაკომფორტულად და აქვთ საფრთხის შეგრძნება, აუცილებლად გაერიდონ და ითხოვონ დახმარება;
❌️ მოერიდეთ პერსონალიზირებულ ნივთებს.
ნუ დააწერთ ბავშვის სახელს ღიად ჩანთაზე, მაისურზე, სამკაულებზე და ა.შ.
(მოძალადეების მხრიდან, ნდობის მოსაპოვებლად და ფამილარობისთვის სახელით მიმართვაც გამოიყენება ხოლმე);
​? კარგი იდეაა თუ გექნებათ ”საოჯახო კოდი”, ადვილად დასამახსოვრებელი სიტყვა:
​⚫ თუ ვინმეს სთხოვთ/დაიქირავებთ ბავშვის სახლში მოსაყვანად, მან უნდა იცოდეს კოდი, შესაბამისად ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამ კოდის ხსენების გარეშე არავის გაყვება;
⚫ თუ ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა პირდაპირ საუბარი არ შეუძლია, საუბრისას შეუძლია გამოიყენოს კოდური სიტყვა.
(კოდური სიტყვების შეთანხმებას სჭირდება მუდმივი გამეორება, თვეში ერთხელ გაიმეორეთ ოჯახში და გაიხსენეთ რა არის სიტყვა და როგორ იქცევით);
⚫ აუხსენით ბავშვს, რომ საიდუმლოს შენახვა უცხო ადამიანისგან, ან სხეულთან შეხების შესახებ დაუშვებელია – მოძალადეები ხშირად იყენებენ ამ ტაქტიკას, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემდეგ. ისინი ეუბნებიან ბავსვებს, რომ ეს მათი საიდუმლოა და უნდა შეინახონ;
⚫ აუხსენით ბავშვს, თუ ფიქრობს რომ მას მანქანა აედევნა, სასწრაფოდ გაიქცეს მანქანის საპირისპირო მიმართულებით და ითხოვოს შველა
(თუ მართლა ადევნებასთან გვაქვს საქმე, ამ ტაქტიკით შეიძლება დროის მოგება, სანამ მანქანა დატრიალდება);
⚫ აუხსენით ბავშვს, რომ თუ გრძნობს საფრთხეს და უცხო ადამიანი მაინც აგრძელებს მასთან კომუნიკაციას, არ უნდა მოერიდოს და იყვიროს რაც შეიძლება ხმამაღლა, დაარტყას, უკბინოს; თუ ეს ხდება სადმე დიდ მაღაზიაში, გადმოყაროს ნივთები სტენდიდან რომ მიიქციოს ყურადღება და ა.შ.
? მოკლედ, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოიცილოს მოძალადე და მიიქციოს ყურადღება.
? დამხმარე ფრაზები:
✔️ ”მიშველეთ!”
✔️ “თავი დამანებე, მე შენ არ გიცნობ!”
და ა.შ.
✅️აუხსენით, რომ დაკარგვის შემთხვევაში, მიმართოს პოლიციას.
თუ პოლიციელი არსად ჩანს, საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტი დახმარების სათხოვნელად არის ქალი ან კაცი ბავშვთან ერთად, ამიტომ შეარჩიოს დედა-შვილი ან ოჯახი. პირველ რიგში, შევიდეს მაღაზიაში და იქ მომუშავე პერსონალს სთხოვოს დახმარება და შემდეგღა განიხილოს სხვა ვარიანტები;
✅️თუკი ბავშვს უწევს მარტო მგზავრობა უთხარით, რომ შეარჩიოს ოჯახები და მათთან ახლოს დაჯდეს;
✅️ასწავლეთ ბავშვებს, რომ ლიფტში შევიდეს მხოლოდ მეგობრებთან ერთად, ან დაემგზავროს ოჯახებს;
✅️ ბავშვებს ასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომრები ზეპირად (ხანგამოშვებით გაამეორებინეთ ხოლმე).
❌️ ნუ მისცემთ პატარა ბავშვებს წიწაკის სპრეის ან ელექტროშოკს.
მათ გამოყენებას უნდა ცოდნა და ‘სპეციალური უნარები, ამიტომ პატარა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს. უფროს ასაკში ყოველთვის კარგია მათი თან ქონა, მთავარია გვახსოვდეს რომ ელექტროშოკს ალბათ პეპერსპრეი ჯობს, ის უნდა იყოს ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე და არავის უნდა უთხრათ, რომ გაქვთ.
➡️ 100%-ით ეფექტური რჩევა არ არსებობს, თუმცა ამ რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება, რომ ბავშვები იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და თავიდან აიცილონ თუნდაც დაბალი ალბათობის, მაგრამ საშინელი საფრთხე.
ჯანმრთელობას გისურვებთ ❤
#ექიმიმარშანია
#სამედიცინობლოგი
#ბავშვთაუსაფრთხოება

“ბავშვი ორმა უცხო მამაკაცმა ისე შეაშინა და დასტრესა… როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები? ყველგან გავყვეთ, აღარ ვიმუშაოთ?” – სალომე ლიპარტელიანი

თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved