• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭამა-სმაში მოხდა ინფიცირება და არა წირვა-ლოცვაში” – მღვდელმთავრები კარანტინში მოქცეული ეპარქიებიდან

ალია ავტორი - ალია
04:18 04-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ახალი კორონავირუსის ინფექციის შიდა გადაცემის რამდენიმე შემთხვევის აღრიცხვის გამო, მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში სრული კარანტინი გამოცხადდა. 

ეპარქიებში ღვთისმსახურებები არ შეჩერდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეპარქიებში დაუდასტურეს. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დღეს თავად აღავლინა წირვა და ხვალ ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიაც გაიმართება. 

“რა თქმა უნდა, სააღდგომო ლიტურგიაც იქნება. ვერ შეხედეთ, რა მოხდა? ჭამა-სმაში და ერთ ამბავში მოხდა დაინფიცირება და არა წირვა-ლოცვაში.

რახან კარანტინი გამოცხადდა, ღმერთი ხომ არ გაუქმდა კარანტინის გამო? კარანტინი არის ადამიანებისთვის და ჩვენც ვწირავთ ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს, ვერავის დაიცავს.

დღეს არის 4 დღის მკვდარის აღდგინების დღე, ლაზარესი. მოკვდა ადამიანი, აყროლებული იყოო მკვდრის სუნითო და ის ადამიანი აღდგა მკვდრეთით უფლის მეშვეობით. თუ ამას ადამიანი სარწმუნოებით არ მიიღებ, შენი პრობლემაა იმიტომ, რომ მერე გაქვს პრობლემა უფალთან შეხვედრის დროს. ახლა რას ილაპარაკებ, მოვა დრო და ეს ყველაფერი წინ დაგიდგება და მერე იტყვი, ვაი, ბიჭო, რას ვაკეთებდი იმ დროსო და უკვე გვიანი არ იყოს,”- ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე. 

ტაბულა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ბოლნისის ეპარქიაში ღვთისმსახურებები არ შეჩერებულა და ხვალ ბზობის სადღესასწაულო წირვაც გაიმართება. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას, ეპისკოპოსის თქმით, ეს საპატრიარქოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. 

ღვთისმსახურება გრძელდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაშიც. ინფორმაცია ამის შესახებ ეპარქიის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

https://www.facebook.com/marneuli.hujabi/posts/2566849630256926

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ე.წ კომენდანტის საათის პირობებში, როდესაც 21:00-დან 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია და 3 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება. 

მღვდელმთავრები და მთავრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამ საკითხზე ერთმანეთთან “ეფექტური” კომუნიკაცია აქვთ და საერთო გადაწყვეტილებაზე აუცილებლად შეჯერდებიან. 

მანამდე კი დეკანოზი შალვა კეკელია გამოვიდა ინიციატივით, რომ მორწმუნე მრევლი აღდგომის ღამით ეკლესიაში 21:00 საათამდე შეიკრიბოს და ეკლესია 06:00 საათამდე არ დატოვოს. მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მამა შალვას ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved