საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
??⚔️სოლედარის ფრონტის მიმართულებაზე გააფთრებული ბრძოლები გრძელდება, საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქ სოლედარი ალყაში მოაქციონ სამხრეთიდან და ჩრდილოეთის მიმართულებიდან, უკრაინის არმიის 46-ე აერომობილირი სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მედგრად იცავენ (დღის განმალობაში 15-მდე იერიში აღკვეთეს), რუსული შერეული მოირიშე დაჟგუფებების (ძირითადად ვაგნერის დანაყოფი, გადარჩენილი რუსული საჰაერო-სადესანტო ნაწილები, კადიროველები) შეტევების ინტენსივობის მიუხედავად ქალაქის დაცვას ამ დრომდე ახერხებენ უკრაინის არმიის დანაყოფები…
??⚔️მიუხედავად იმისა რომ რუსებმა რამდენიმე საათის წინ სამხრეთით მარილის საბადოსთან წინ წაიწიეს მათი შეტევა აღკვეთილ იქნა, მათ რამდენჯერმე სცადეს გადაჯგუფება და სამხრეთიდან მაგისტრალზე გასვლა და გადაკეტვა, ასევე მომარაგების გზების ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად დამატებით მძიმე ჯავშანტექნიკა შევიდა ქალაქის მისადგომებთან დასავლეთის მხირდან ფლანგებიდან (რათა დააზღვიონ ცენტრალურ ნაწილში მყოფი უკრაინელი სამხედროები ან შემდგომში თუ ქალაქის დაცვა შეუძლებელი გახდება მათი უკან დახევა დააზღვიონ) რუსების მიერ ალყის შეკვრის მცდელობა რომ აღკვეთონ…
გენერალ სირსკის გადაწყვეტილებით სოლედარისათვის ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება…
??⚔️პუტინის მოერ შეთავაზებული ეგრეთწოდებული საშობაო ზავი ითვალისწინებდა სწორედ რუსული შერეული მოიერიშე დამრტყმელი ჯგუფების ჩამოყალიბებას და ინტენსიური შტურმით ქალაქ ბახმუტის ჩრიდლოეთით 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ სოლედარის ალყაში მოქცევას, რომელსაც მათი გათვლებით ექნებოდა რეზონანსული ეფექტი, რადგან ფლანგიდან იხსნება გზა არამხოლოდ ბახმუტზე ჩრდილოეთიდან, არამედ უშუალოდ სლავიანსკი-ბახმუტისა და ასევე სევერკი-ბახმუტის დამაკავშირებელი მაგისტრალების გაკონტროლებით მტერს მიეცემოდა შესაძლებლობა დონეცკის სიღრმეში შეჭრილიყო და უშუალოდ ქალაქი ბახმუტის ალყაში მოექცია. ამასთანავე პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის პრიგოჟინის(ვაგნერის დანაყოფის მეთაური) ავტორიტეტის ზრდა მოჰყვებოდა, მოგეხსენებთ ის არის პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად ეს არ შემდეგარი წარმატება პუტინის მორყეულ სკამს გაამაგრებდა…
??⚔️ჰქონდა თუ არა უკრაინის დაზვერვას მტრის აღნიშნული მანევრის შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი ან როცა პრიგოჟინის გადაწვყეტილებით “ვაგნერის” დანაყოფის გადაჯგუფება მოხდა და გადასროლა ბახმუტიდან სოლედარისაკენ რატომ არ მოხდა დროული რეაგირება, ალბათ ომის შემდგომ გახდება ცნობილი(ეხლა ამაზე საუბარი არ იქნებოდა უპრიანი) თუმცა ჩემი ვარაუდით უკრაინის არმია ემზადებოდა კონტრშეტევისათვის, მობილური და ოპერატიული რეზერვები ჰყავდა სხვა მიმართულებაზე მობილიზებული და ელოდნენ მიწის გაყინვას ჯავშანტექნიკით სწრაფი მანევრების განხორციელებისათვის
(46-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა სლავიანსკი-კრამატორისკის მიმართულებაზე იყო განთავსებული როგორ ჩანს კრემინას მიმართულებაზე მზადდებოდა კომბინირებული კონტრშეტევა უკრაინის არმიის მიერ, თუმცა სოლედარში შექმნილი კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე ქალაქ სოლედარში გადაისროლეს, მოგეხსენებათ აღნიშნულ ბრიგადას სწავლება აქვს გავლილი დიდ ბრიტანეთში უშუალოდ ქალაქში ბრძოლების სპეციფიკის კუთხით) მას შემდეგ უკრაინული სამხედრო ნაწილების კონცენტრაცია მოხდა უშუალოდ ქალაქ ბახმუტის მიმართულებაზე(რომლის საშუალებით ქალაქ ბახმუტში ფრონტის სტაბილიზაცია მოხერხდა) ამით ისარგებლა რუსეთის გენშტაბმა და ბახმუტის ფრონტის მიმართულებაზე ფლანგიდან დაიწყეს შტურმი გადაჯგუფების შემდგომ, როგორც ჩანს რუსეთის გენშტაბს ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია ან ელოდნენ მიწის გაყინვასთან ერთად უკრაინის არმიის კომტრშეტევებს ლუჰანსკის ფრონტის მიმართულებაზე სწორედ ამიტომ დაიწყეს მასირებული შტურმი ქალაქ სოლედარის სამი მიმართულებით(ყინვები დაიწყო 2 იანვრის შემდგომ როცა მიწა გაიყინა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება და ფრონტის მიმართულებებზე მანევრირება შესაძლებელი გახდა), მიუხედავად არსებული რთული ოპერატიული ვითარებას დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე ქალაქ სოლედარისათვის ბრძოლა გრძელდება…
??⚔️შორს ვარ იმ აზრისგან რომ საოკუპაციო ძალები შეძლებენ დონეცკში უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზების მოშლას , სოლედარის დაცემის შემთხვევაშიც(ეს იქნება პროგოჟინის ფიგურის პიარი) რუსული ძალების წინსვლა სიღრმეში ნაკლებად სავარაუდოა, გენერალი ა.სირსკი რომელიც მანამდე კიევის დაცვას და ასევე ბალაკლეა-ხარკოვის ბრწყინაველ გარღვევას ხელმძღვანელობდა, მიიღო რთული მაგრამ მაგრამ აუცილებელი სამხედრო გადაწყვეტილებები შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე,თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება რომ უკრაინისათვის განკუთვნილი ახალი სამხედრო პაკეტით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება უკვე გზაშია (მხოლოდ ამერიკა მიაწვიდის 3,75 მილიარდი დოლარს სამხედრო დახმარების ფარგლებში 350-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანას და ჯავშანტრანსპორტიორს სხვა შეარაღებასთან ერთად) რომლის საშუალებითაც მოხდება მინიმუმ ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია და ასევე მორიგი კონტრშეტევების მოწყობა ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე…
??⚔️რთული ოპერატიული ვითარების სტაბიზაცია უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი დონეცკის ფრონტზე, თუმცა უკრაინის არმიის წინსვლა შეინიშნება კრემინას (ლუჰანსკის ოლქი, ამერიკის ომის შემსწვავლელი ინსტიტუტის განცხადებით) მიმართულებაზე, ეს მანევრი ალბათ ადრე უნდა განხორციელბულიყო მაგრამ ის აუცილებლად გამოიწვევს რუსული საოკუპაციო ძალების იძულებით გადასროლას დონეცკიდან ლუჰანსკის ოლქში რაც საშუალებას მისცემს დონეცკის ფრონტის მიმართულების სტაბილიზაციას უკრაინის არმიას, რუსული საოკუპაციო ძალების ბოლოდროინდელი მანევრები არის დროებით წარმატების იმიტაცია, მიუხედავად იმისა ოკუპანტებს ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ და კოლოსალური მსხვერპლის ფასად აღწევენ გარკვეულ წარმატებას(სოლედარის მიმართულებაზე) მათი შეტევეითი პოტენციალი მნიშვნელოვნად იკლებს, ოკუპანტების ამ მანევრებს აუცილებლად გასცემს პასუხს უკრაინის არმია ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე მძლავრი კომბინირებული კონტრშეტევებით…
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს!
კომენტარები