• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას გვპირდებოდა მთავრობა წინასაახალწლოდ და რა მივიღეთ სინამდვილეში” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
00:29 01-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“გავიხსენოთ, რას გვპირდებოდა მთავრობა წინასაახალწლოდ გასულ წლებში და რა მივიღეთ სინამდვილეში.

2021 წლის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, ინვესტიციების დარგში ისეთი მრჩეველი მოვიწვიეთ, ჩვენს ბედს ძაღლი რომ არ დაჰყეფსო. ერთხელ გამოჩნდა ის კაცი ტელევიზორში და მთავრობის კანცელარიის წინ რაც კი ძაღლები იყო, ყეფით გააყრუეს იქაურობა. ჰიდროენერგეტიკა კი არ უნდა განავითაროთო, არამეს მზე და ქარიო. ის კაცი თურმე ამ მიმართულებით ლობისტი ყოფილა დასავლურ კომპანიებში. გაქრა მერე. ფულს ალბათ დღემდე იღებს მრჩევლობისათვის.

იმავე წელს, მთლად წინასაახალწლოდ, დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ღარიბაშვილმა გვახარა, როტშილდების კომპანია დავიქირავეთ, საქართველოს ფინანსურ ჰაბად გადაქცევაში უნდა დაგვეხმაროსო და ხელშეკრულებაც გავუფორმეთო. იმის მერე არც როტშილდები უნახავს ვინმეს და არც როკფელერებო. ამათ ვინ ჩივის-არც ჰუდაკი (ასე ჰქვია საინვესტიციო მრჩეველს). ფული წაიღეს ალბათ, აბა უფულო ხელშეკრულება ვის გაუგია, მით უმეტეს, როტშილდებთან. მათ მიერ აქ გაკეთებული საქმე არავის უნახავს, სამაგიეროდ, მთავრობა ამ თემას საპიარებლად რამდენიმე თვის განმავლობაში კი იყენებდა.

2022 წლის ბოლოს იგივე ტრიუკი გაიმეორეს, ოღონდ ახლა უფრო მიწიერი ( წყლისმიერი) თემა შეარჩიეს: თურმე საქართველოს მთავრობა თავად ააშენებს ანაკლიას, ხუდონს, ნამახვანს და ყველა სხვა დიდ ჰოდროელექტოსადგურს, საიდანაც უკვე მოძიებული ინესტორები გაიქცნენ.

უფრო ადრე, 2016 წელს, პარლამენტი ჯერ კიდევ ქუთაისში რომ იყო, ხალხს აბოლებდნენ, რიკოთს 2020 წელს გავხსნითო და ამავე პერიოდში დამთავრდება წითელი ხიდიდან სარფამდე 800 კილომეტრის სიგრძის ავტობანის მშენებლობაო. მომდევნო წელს წინასაახალწლოდ, უკვე მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას დაგვპირდნენ ( “ქართუს” მიერ).

ახლა გაირკვა, რომ თურმე არც დაპირებული მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება. ამისთვის გამოყოფილი უცხოური დახმარება პანდემიის დროს შევჭამეთ და ესეც რომ არა, სულაც არ ყოფილა ეს გაზსაცავი აუცილებელიო.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის იპოდრომის პარკის აშენებაც გამოაცხადეს საზეიმოდ. ერთი ტრაქტორი ახმაურეს თვალის ასახვევად და როგორც კი არჩევნები მორჩა, გაჩერდნენ. ის ერთი ცალი ტრაქტორი დღემდე იქ დგას საჩვენებლად.

ესენი-წინასაახალწო მსხვილი დაპირებები, თორემ წინასაარჩევნოები რომ ჩამოვთვალო, კარგად მიხვდით, რომ საღამომდე ვერ მოვრჩებით კითხვას.

როგორც გავარკვიე, ძველით ახალი წლისთვის მთავრობა აპირებს, რომ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყოს და კანცელარის წინ 13 ნამდვილად ცოცხალი ნაძვის ხე დადგას. ნაძვის ტოტებით შემოსილი პრემიერ-მინისტრი და 12 მინისტრი დილიდან საღამომდე იქ იდგებიან და ბავშვებს ნაძვის ტოტებიდან ნაირ-ნაირი კამფეტის ჩამოხსნაც შეეძლებათ.

ძალიან კარგი იქნება მართლაც, მაგრამ მომკალით და არც ამის მჯერა. მთავრობამ რომელი დანაპირები შეასრულა, ეს რომ შეასრულოს.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved