• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერაბიშვილის უპასუხია – რაღა დროს ბუტააო…” – რას ჰყვება გიორგი შარაშიძის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
19:10 01-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
949

გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას 2 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

“კითხვები ეხებოდა იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა “ავერსის” აფთიაქში, 2 იანვარს. სიტუაცია იყო ასეთი – გიორგი შევიდა ჯერ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად თავისი სახლის წინ, შემდეგ იქვე მდებარე აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილი შენიშნა, ამ დროს აფთიაქის ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი იმყოფებოდაო. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა, ბიძისთვის წამლების შეძენა უნდოდა.

გამოძიება იმითაც დაინტერესდა კონკრეტულად რა წამლები უნდა შეეძინა, შემდეგ გიორგიმ დააზუსტა ვანო მერაბიშვილი ხარო? და მან კიო, დაუდასტურა, როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ და მან გაახსენა, რომ ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილის უპასუხია – რაღა დროს ბუტააო. ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას მოუქნია ხელი. რამდენიმე ხელის მოქნევის დროს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში მოხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ დეტალებს ეკითხებოდა გიორგის გამოძიება. კონკრეტულად, გიორგიმ ვერ გაიხსენა რა ნაწილში მოხვდა, შემდეგ გაქცეულა, წიხლი ამოუქნევია, ალბათ კამერებში გამოჩნდება ყველაფერი. ამის შემდეგ გაიქცა ვანო მერაბიშვილიო, როგორც გიორგი ამბობს და მას არ გაკიდებია გიორგი, როდესაც მანქანას მიუახლოვდა მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა და წავიდაო.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ვანო მერაბიშვილს, ან აქვს თუ არა საერთოდ დაზიანება. ვანო მერაბიშვილი, როგორც მე ვიცი, გამოკითხვაზე დაბარებულია და თუ ის იტყვი,  რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, გამოძიება 126-ე მუხლით გაგრძელდება. თუ ის იტყვის, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რეალურად, უკვე დანაშაულის ნიშნები აღარ იქნება,”- განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა.

ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გიორგი შარაშიძემ დღეს უპასუხა.

გამოკითხვაზე დაბარებულია ვანო მერაბიშვილიც, თუმცა რუსთავი2–ის ინფორმაციით, ის ქალაქის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარს აცხადებს.

თეგები: ვანო მერაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved