• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ჩემი ბოლო გაფრთხილება, ვიდრე ხალხმა არ შემოგინგრიათ მთავრობის სახლის კარები!” – ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
15:44 01-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
874

დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:

გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი!- ხელისუფლებას მივმართავ! სირცხვილია!
ამ ქვეყანას თავს ნუ მოჭრით! აღარ არის საუბარი- ვის რა მოსწონს; ჩვენი თანამოქალაქეები არაინ აქ, ვინც განიცდის, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება შემოგვაკვდეს! დიდი სამარცხვინო „ლაქა“ იქნება საქართველოსთვის! ამის დაშვება არ შეიძლება!
ერთხელ ვთქვი,- მკვლელთა ხელისუფლება თუ არ ხართ მეთქი და უკვე ეჭვი მეპარება „მგონი“ კი არა, ნამდვილად ხართ! წარმოუდგენელია ასე ექცეოდენ პრეზიდენტს! აწინაურებთ მურუსიძეს, ვისაც ხელი აქვს მოწერილი ყველა იმ „საქმეზე“, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს „ასამართლებთ!“ მურუსიძეს ხელი აქვს მოწერილი „გირგვლიანის საქმეზე“, ხოლო სააკაშვილს შეწყალებას ედავებით! აქ ძალიან დიდი განსხვავებაა. მურუსიძე სასამართლო სისტემის პირველ პირად აქციეთ! ნონსენსია! პარადოქსია!
ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც აღვირახსნილი, კანონის ჩარჩოდან გასული სამარცხვინო პერიოდი!
გადაიყვანეთ ეს ადამიანი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში, „საქმე“ გადაავადეთ და მერე ვისაუბროთ ყველას „ქეისზე“, ოღონდ რეფორმირებული სასამართლოს წინაშე; არა შერჩევითი სამართლით, არა მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელმძღავნელობით. დაიდოს უკლებლივ ყველას „ქეისი“! დაიდოს, თქვენი მოღვაწეობის „ქეისიც“ და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობისაც.
ერთხელ ვიხუმრე- მე ისეთი იღბალი მაქვს, თქვენი დაცვა მომიწევს მეთქი; მე ყველა ქართველი მენანება და ადამიანებს ვიცავ; მგონი თქვენ ვეღარ დაგიცავთ! იმიტომ, რომ საზარელ მდგომარეობაში მოიყვანეთ ქვეყანა! მშიერი და გაუბედურებულია ხალხი, თავად კი გაუმაძღარ მდგომარეობაში იმყოფებით!
არასახელმწიფოებრივი აზროვნება, პარალიზებულ ქალაქში „საცობები“! რა უბედურება გჭირთ!?!
2012 წელს ეს დაკვეთა ჰქონდა საზოგადოებას?! ხალხის დაკვეთა იყო, რაც კარგი იყო სახელმწიფოებრივი ის დარჩენილიყო, ხოლო სამართლებრივი სისტემა შეცვლილიყო; თქვენ დატოვეთ ის სისტემა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია თავზე ჩამოგვალეწეთ!
ხომ ხედავთ, რომ უკმაყოფილო ხალხის „ტალღა“ იზრდება, ბრმები არ ხართ; დღეს ქალაქში ორი საპროტესტო ლოკაცია იყო და ხალხი რეგიონებიდან არ ჩამოსულა; ეს „ტალღა“ კიდევ მოიმატებს.
გამოსავალი ერთია- სასწრაფოდ გადაიყვანეთ სამკურნალოდ სააკაშვილი, ვეყრდნობი ცნობილი ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის მომწამვლელი, მძიმე მეტალები.
ჩვენ ხომ ვიცით საქართველოში რა შესაძლებლობებიც არის?! თუ აქ ყველაფერი რიგზეა, რატომ მკურნალობთ თქვენ თავად სხვაგან?! ესეიგი, რაღაც გვაკლია , არა?! იმიტომ კი არა, რომ ცუდი ექიმები გვყავს, იმიტომ, რომ ცუდი ეკონომიკა გვაქვს! იმიტომ, რომ თქვენ მომპარავები ხართ, კორუფციაში იხრჩობით… ამიტომ არის მედიცინა ჩვენთან ცუდ მდგომარეობაში, თორემ ძალიან კარგი ექიმები გვყავს
დროულად გადაიყვანეთ სააკაშვილი, ვიდრე ხალხმა არ შემოგინგრიათ მთავრობის სახლის კარები!
ხალხმა თუ საბოლოოდ იგრძნო, რომ იქ მკვლელთა ხელისუფლება ზის, უთუოდ შემოგიმტვრევთ კარებს! ეს არის ჩემი ბოლო გაფრთხილება!“
თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved