• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, მე გახლავართ უცხო გავლენების აგენტი – აგენტის აღიარებითი ჩვენება” – მურმან მარგველაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:38 12-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,233
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მურმან მარგველაშვილი:
აგენტის აღიარებითი ჩვენება.
დიახ, მე გახლავართ უცხო გავლენების აგენტი და ასეთივე აგენტი ორგანიზაციის დამფუძნებელი.
ჩემი აგენტურული მუშაობა დაიწყო 1994 წლიდან როდესაც ქართველებმა გავანადგურეთ ჩვენი ენერგოსისტემა და ამერიკელები ჩამოვიდნენ ჩვენს გადასარჩენად. მაშინ USAID-ის პირდაპირი ზეგავლენით და დაფინანსებით ვყიდულობდით ტრანსფორმატორის ზეთს და ელექტროსადენებს (რომ მოპარული ჩაგვენაცვლებინა), ასევე კაუსტიკურ სოდას, შამოტის აგურს და სხვა მრავალ მასალას რომ ცნობილ მე-9 ბლოკს ემუშავა და ა.შ. და ა.შ.. მოგვიანებით ვეხმარებოდით ელექტროენერგეტიკული და გაზის სისტემების, თბო და ჰიდრო ელექტროსადგურების რეაბილიტაციას დასავლური დაფინანსებით.
შემდეგ „ძირგამომთხრელი“ საქმიანობა კიდევ უფრო წინ წავიდა – ამერიკელების ჩარევით დავშალეთ საქენერგო და ჩამოვაყალიბეთ გადაცემის და გენერაციის და განაწილების კომპანიები, ჩავატარეთ კომერციალიზაცია და პრივატიზაცია ჩამოყალიბდა სემეკი და საბითუმო ბაზარი რითაც და მიუხედავად ზოგი ჩვენი მამულიშვილების მცდელობებისა სწორი ტარიფები და გამჭვირვალე ვაჭრობა დაინერგა. გაჩნდა ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობები და შეიზღუდა კორუფცია.
ამავე პერიოდში ჩვენი დახმარებით ვერაგი უცხოელები გამანაწილებელ ქსელს მიადგნენ და მარტო თბილისში $250 მილიონი დახარჯეს ქსელში რითაც ქართველებს „სოჩიკების“ ტრიალი და დენის მოპარვა აგვიკრძალეს, 1998-2003 წლებში გააგრძელეს მოსახლეობის „მოსყიდვა“ და გათბობის პროგრამის ფარგლებში ათეულ მილიონობით დოლარს ურიცხავდნენ მოსახლეობას, რომ ზამთარში გაზი და დენი გვქონოდა.
ყველა ეს საქმიანობა ენერგომამებს და მათ მფარველებს უზღუდავდა ელექტროენერგიის და გაზის მასშტაბური მოპარვის შესაძლებლობას და ამით ძალიან აწვალებდა. ინკასატორები და მათი ოჯახები კი მხოლოდ ლეგალური შემოსავლების ანაბარა დატოვა.
2007-ში მეგობრებთან ერთად დავაარსეთ ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ რითაც დასავლური გავლენების გაძლიერებას დღემდე ვუწყობთ ხელს. კერძოდ, გამოვავლინეთ ქვეყნის ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის პოტენციალი რათა ამ სფეროში პოლიტიკის შემუშავებას და უცხო ინვესტორებს ხელი შევუწყოთ. ვლობირებდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის შემოტანას, რითაც კორუფცია კიდევ მეტად შეიძლება შეიზღუდოს. პირდაპირი ურთიერთობა გვქონდა ევროკავშირის სტრუქტურებთან სამოქალაქო საზოგადოებათა პლატფორმის მეშვეობით და ვცდილობდით საზოგადოების ინფორმირებას ენერგეტიკის საკითხებში და ევროინტეგრაციის მხარდაჭერას.
ვეხმარებით მთავრობას და სამინისტროებს, რომ ქვეყანამ შეისწავლოს თავისი ენერგეტიკული საფრთხეები და შესაძლებლობები, შეიმუშავოს პოლიტიკა და სტრატეგიული გეგმები და შეამციროს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება, ხარისხიანად წარადგინოს საერთაშორისო ანგარიშგება და განვითარებული პროფესიული მექანიზმები ჩამოაყალიბოს, მიზანმიმართულად და ეფექტურად დაეხმაროს ღარიბებს, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები და დაეხმაროს საწარმოებს თუ მოსახლეობას ენერგიის დაზოგვაში.
ყველა ეს ქმედება ხორციელდებოდა გარე წყაროების დაფინანსებით, და აზიანებს გარკვეული კატეგორიის ადამიანებს: ვისაც ერთობლივ კეთილდღეობაზე მეტად ინდივიდუალური გამდიდრება და კორუფცია ურჩევნია თუნდაც თავისუფლების ხარჯზე.
ვაღიარებ რომ ვიმსახურებ უცხო მაცივილიზებელი და განმავითარებელი გავლენის აგენტის წოდებას და ამ სახელს სიამაყით ვატარებ.
მოხარული ვიქნები რომ მეტი ვისაუბროთ იმაზე თუ ვინ ვისი ან რისი აგენტია და რა განსხვავებაა კერძო ჯგუფების და სახელმწიფოს ინტერესებს შორის.
გილოცავთ ახალ წელს!!!
სულის სიმშვიდეს, გულის სიმართლეს და გონის სინათლეს გისურვებთ!
თეგები: მურმან მარგველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved