• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, კვირა, 10 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივედი იმ აქციაზე” – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
16:32 12-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346
ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე:
“გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის შესახებ არაფერი დავწერე, იმ მიზეზის გამო, რომ საკმაოდ გაოცებული დავრჩი და ასე ვთქვათ ცხელ გულზე რაიმეს თქმა ზედმეტად ჩავთვალე. მოვუსმინე და გადავხედე ბევრ გამოხმაურებას, შეფასებას, გულისტკივილს და გთავაზობთ ჩემეულ შეფასებას, რომელიც გარკვეული პირადი დამოკიდებულებების გამო, საკმაოდ რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა.
ცხადია არ დავიწყებ ვინმესთვის ჭკუის სწავლებას და იმის წერას, რომ „ეს ასე უნდა თქმულიყო“, „ეს ასე უნდა გაკეთებულიყო“, ან „ეს ასე უნდა ყოფილიყო“, რადგანაც ყველამ კარგად იცის თავისი მდგომარეობა, პოზიცია და არსებული სიტუაცია, რამაც უნდა განსაზღვროს შემდგომი განცხადება, თუ ქმედება.
დავიწყებ იმით, რომ პირდაპირ ვიტყვი – საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვა, არც ისე „თბილია“ და მათი ურთერთობა ხშირად ისეთ კინკლაობას ჰგავს, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი.
არ ვიცი ქალბატონ სალომეს ვინ მიაწოდა ინფორმაცია გუშინდელი აქციის მიზნის შესახებ, მაგრამ ის დამოკიდებულება რაც მისი მხრიდან გამოჩნდა, მაძლევს საშუალებას ვიფიქრო რომ პრეზიდენტმა ეს მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვალა, რაც თავშივე არასწორია და გამოიწვია ის რბილად რომ ვთქვა აქციის მონაწილეთა მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება, რაც შემდგომ ბრიფინგზეც დადასტურდა.
– ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო.
დიახ, სწორედ გავრცელებული მესიჯბოქსები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც საზოგადოებაში ეჭვები და გაურკვევლობა გააჩინა. გააჩინა ფრაზის „არა და არსდროს“ თქმის და შემდგომ დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის მხრიდან წარმოებული ზეწოლის ფონზე, რასაც ე.წ. კრიტიკული მედია აშკარად სათავისოდ იყენებდა, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილების არასასურველ მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებდა.
ვატო შაქარიშვილმა ზუსტად განმარტა აქციის მიზანი – დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იდგნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები, მისგან დაზარალებულები, ადამიანები ვისაც ოჯახი გაუნადგურა, ვისაც თავისუფლება შეუზღუდა, ვისაც ქონება წაართვა, ვისაც ჯანმრთელობა დაუზიანა, ის ადამიანები იდგნენ, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახადა უდიდესი თავგანწირული ბრძოლის ხარჯზე! დღესაც, მის გასამაგრებლად და მხარდასაჭერად მივიდნენ, ქვეყნის გარედან მიმდინარე ზეწოლის ფონზე, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების იმედი, არ დაექვემდებაროს ზეწოლას და არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა.
დიახ, სწორედაც ქვეყნის გარედან მიმდინარე ზეწოლის ფონზე პრეზიდენტის გასამაგრებლად, მის მხარდასაჭერად მივიდა ხალხი აქციაზე, მეც სწორედ მაგიტომ ვიყავი და იმასაც ვიტყვი, რომ ბევრმა დამირეკა და მითხრა სურდათ აქციაზე მოსვლა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ.
აქციის ერთ-ერთი გამომწვევი და მთავარი მიზეზი ასევე გახდა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებები, რომლებმაც გარკვეული ეჭვები გააჩინეს.
გია ვოლსკიმ ამაზე საკმაოდ ლაკონურად და ზუსტად ისაუბრა – დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფრაზას „ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით – ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“ იყო აქციის მიზანთან სრულიად შეუსაბამო, შეიძლება ითქვას არაადეკვატური და რამაც არა მხოლოდ აქციის მონაწილეებში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ბევრს აღარ ვილაპარაკებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ რეალობისგან ამოვარდნილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია სისხლიანი ოპოზიციის სიხარული და ხატია დეკანოიძის ასეთი განცხადება გამოიწვია – ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ.”
თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

20:25 08-08-2025
კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved