• რეკლამა
  • კონტაქტი
18:56, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ლენტეხში?

ალია ავტორი - ალია
21:43 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:

როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. სრული კარანტინის პირობებში, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს აუცილებელი საჭიროებებისათვის.

„მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი, დადასტურდა 4 შემთხვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური და ოპერატიული პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტშიამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, როგორებიცაა საკვების და წამლების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება

რაც შეეხება მედიის მუშაობას, ლენტეხში იმოქმედებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხში იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე, როგორც ბოლნისსა და მარნეულში, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესასვლელ და გასასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. ადგილზე უკვე დაწყებულია პროაქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად, გამოვლენა, ვინაიდან, ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში

უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება ამ მუნიციპალიტეტში. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, ჩვენ შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვატარებთ, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რათა ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად შევაკავოთ COVID-19-ის გავრცელება, დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა ჩვენი თანამოქალაქე“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved