• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განსაზღვრავს ქართული პირბადის ფასს და როგორ იკერება იგი?

ალია ავტორი - ალია
21:38 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

დოლბანდის პირბადე ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს, არათუ მოსახლეობამ, – პაატა იმნაძემ ასე უპასუხა ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, თუ რა უპირატესობა აქვს დოლბანდის მასალისგან დამზადებულ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს და რამდენად დაგვიცავს ის გლობალური პანდემიისგან. განმარტებების გასაკეთებლად საზოგადოებას არც ეკონომიკის მინისტრი დაზარდა.

“დოლბანდი იქნა შერჩეული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დაყრდნობით მთელი წლების გამოციდლებაზე და დოლბანდის თვისებებზე, ჩვენ ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის“.

რა მოცულობის თანხები აქვს გაწერილი მთავრობას პირბადეების სუბსიდირებისთვის, შესაბამისად რა თანხად და რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს ნედლეულს და რა პრინციით შეარჩიეს სამკერვალო საწარმოები. ამ საკითხებზე ღიად ჯერ არავის უსაუბრია.

ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხებზე სპიკერად სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი შეარჩიეს. მან პასუხი ვერც სუბსიდიის შესახებ გაგვცა და ვერ ის ქვეყნები დაგვისახელა, საიდანაც დიპლომატების დახმარებით სამედიცნიო დოლბანდს ყიდულობენ, თუმცა, მეტნაკლებად განმარტა, რა პრინციპით შეირჩა ის 9 საწარმო, სადაც პირბადეებს კერავენ:

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე სახის პრეფერენცია გავაკეთოთ. ზოგადად ისედაც არასწორია. ჩვენ შევეხმიანეთ მთლიანად დარგს, ყველა სამკერვალო, რომლის მოძიება და მათთან კომუნიკაცია შევძელით. უმეტესმა მათგანმა სურვილი გამოთქვა საწყის ეტაპზე უფასო შეკერვაზეც“. 

რაც შეეხება პირბადეების სუბსიდირებისათვის საჭირო თანხებს, ხიდურელი პასუხობს:

„ჩვენ ფაქტობრივად დამოკიდებული ვართ ზოგადად ვირუსის ხანგრძლივობაზე. ძალიან ძნელი იქნება მოცულობის დასახელება, რა მოცულობის თანხა დაგვჭირდება. იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნა იქნება ბაზარზე, მუდმივად გავაგრძელებთ გაჯერებას“. 

საწარმოებს ყველა საჭირო ნედლეულს სახელმწიფო აწვდის, რომელსაც მთავრობა დიპლომატიური მისიების დახმარებით ყიდულობს, რადგან ბევრმა ქვეყანამ პროდუქტის სტრატეგიულობიდან გამომდინარე აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა.

„სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60-დან 70 თეთრამდე ჯდება დღგ-ს ჩათვლით. ერთეული პირბადის დამზადება კი საშუალოდ, 1 ლარი და 8 თეთრი ჯდება“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

სამედიცინო დოლბანდის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელიც გვიდასტურებს, რომ პირბადეების ფასზე გაძვირებული ნედლეულის ფასიც მოქმედებს, რაც ბოლო პერიოდში თითქმის გაორმაგებულია.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დოლბანდზე გაორმაგებულია ფასი მსოფლიო ბაზარზე, რაც დავუშვათ რა ნაშთიც გვქონდა დეკემბრის ბოლოს დაიმპორტებული და ის მარლა, რაც სახელმწიფოს გადავეცით, იმასთან შედარებით შემიძლია დაგიდასტროთ, რომ გაორმაგებულია მარლის ფასი“-აცხადებს შპს სმარტფარმის წარმომადგენელი.

ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთი პირბადის შეძენა 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, თითო ადამიანზე პირბადე 50 თეთრად გაიყიდება, დანარჩენ თანხას კი სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

რაც შეეხება, პირბადეების უშუალოდ დამზადებას, აქაც ხარჯთაღრიცხვა მეტნაკლებად ნათელია.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებული სამკერვალოები ყველა იყო აწყობილი ტანსაცმლის წარმოებაზე, ამაზე გადართვა იყო საკმაოდ რთული. პირბადის წარმოებისთვის არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ადამიანის ჩართულობა, თუმცა, ჩვენ გვიწევს ამით ხელით კერვა, რაც ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე იმ ჩვეულებრივი დანადგარის შემთხვევაში.

მაგალითისთვის დანადგარი 1 საათში 10 000 ცალ პირბადეს აწარმოებს და ჩვენ 250 კაცით 8 საათის განმავლობაში 25 000 ცალამდე ავდივართ, რაც ხარჯის თვალსაზრისით ბევრად ხარჯიანი და არაეფექტურია.

ეკონომიკის სამინისტრო გვიხდის თვითღირებულებას, რომელიც ჯდება 50 თეთრზე მეტი დღგ-ს გარეშე, მხოლოდ შეკერვის ფასი. ამას ემატება ყველა ის დამატებითი ხარჯი – დოლბანდი, რეზინა და ა.შ. სახელმწიფო ერთ პირბადეზე გვაძლევს 50 თეთრს, რაშიც შედის ჩვენი ხარჯები – 250 თანამშრომლის ხელფასი, საწარმოო ხარჯები – ელექტროენერგია, ტრანსპორტირება და ა.შ.“-აცხადებს ემჯიემ ტექსის ხელმძღვანელი, ელიზბარ ლომინაძე.

ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პაატა იმნაძემ საინტერესო პასუხი გასცა.

“მერე შეიძლება დემნა გვასალიამ გამოუშვას ასეთი პირბადე იმიტომ, რომ ეგეთი რაღაცეები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ ალბათ, რა და რა ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ“, – პაატა იმნაძე.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved