• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს კორონავირუსი ბავშვებზე

ალია ავტორი - ალია
20:19 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მეცნიერთა ჯგუფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მონაცემთა შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ არასრულწლოვნებში COVID-19-ის უსიმპტომოდ და მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. ამასთანავე, მათ ეს დაავადება გაცილებით იშვიათად ემართებათ, ვიდრე დიდებს.

ნაშრომი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან 2 აპრილამდე ქვეყანაში დაფიქსირებული 2500 შემთხვევაა გაანალიზებული. ეს ამ დროისთვის COVID-19-ით დაავადებული ბავშვების ყველაზე მასშტაბური კვლევაა.

18 წელს ქვემოთ ასაკის ინფიცირებულთა მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტემპერატურის მომატება, ხველა და სუნთქვის გართულება მათ მხოლოდ 73 პროცენტს აღენიშნებოდა. მაშინ, როდესაც 18-დან 64 წლამდე ასაკის პაციენტებში ეს მაჩვენებელი 93 პროცენტია.

იმის მიუხედავად, რომ ბავშვები აშშ-ის მოსახლეობის 22 პროცენტს შეადგენენ, მათი ხვედრითი წილი კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტს შორის მხოლოდ 1.7 პროცენტია.

იშვიათია ბავშვების მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპვის შემთხვევებიც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილები რისკის ქვეშ არიან. მეცნიერთა თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია, რის გამოც ვირუსთან გასამკლავებლად ძლიერი იმუნური რეაქციის წარმოქმნა უჭირს.

გრაფიკზე აშშ-ში არასრულწლოვანთა ინფიცირების შემთხვევებია ასახული. ფოტო: CDCP
გრაფიკზე აშშ-ში არასრულწლოვანთა ინფიცირების შემთხვევებია ასახული. ფოტო: CDCP

ანალოგიური კვლევა პირველად ჩინეთში გამოქვეყნდა. ქვეყნის შვიდ პროვინციაში 16 იანვრიდან 8 თებერვლამდე ინფიცირებული 2100 ბავშვის შესწავლისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ 90 პროცენტს დაავადების სიმპტომები ან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება არ აღენიშნებოდა.

აქედან 39 პროცენტს პნევმონია COVID-19-ის ხილული ნიშნების გარეშე განუვითარდა, დაახლოებით 50 პროცენტს ტემპერატურის მომატება, ხველება, ყელის ტკივილი ან სუნთქვის გართულება აღენიშნა, ხოლო 4 პროცენტს დაავადების სიმპტომები არ ჰქონია.

წყარო -popx.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved