• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მესისა და მბაპეს საოცარი დუელი – 36-წლიანი ლოდინის შემდეგ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

ალია ავტორი - ალია
22:27 12-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
459

 

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.

მატჩის დაწყების პირველივე წუთებიდან არგენტინელების უპირატესობა გამოიკვეთა. სამხრეთამერიკელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდნენ, მოედნის ცენტრში დომინირებდნენ და ფრანგების კარს სახიფათოდ უტევდნენ. 21-ე წუთზე დი მარია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დემბელე შესანიშნავი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არგენტინელი წააქცია და ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესიმ შეასრულა და არგენტინელებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა -1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები კვლავ მეორე ნომრად თამაშობდნენ და კარში ან კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ. ინიციატივა არგენტინელებს ჰქონდათ და მოედნის ცენტრში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალევე მეორე გოლად აქციეს. ერთ-ერთი შეტევისას, ალვარესმა მაკალისტერს შესანიშნავი პასი მისცა, რომელმაც დი მარიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0.

დრამატული, სანახაობრივი და უხვგოლიანი ფინალური მატჩის ძირითად დროს არბიტრმა 8 წუთი დაამატა, რომელმაც ორმხრივ სახიფათო შეტევებსა და მაღალ ტემპში ჩაიარა, მაგრამ ანგარში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი დრო და 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – 3:2 არგენტინის სასარგებლოდ.

თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატების, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში სიტუაცია კვლავ ელვის სისწრაფით შეიცვალა. 118-ე წუთზე არგენტინის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მბაპემ შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა – 3:3. კილიან მბაპე რვა გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე დამატებითი დროც დასრულდა და დრამატული ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. არგენტინამ პენალტებში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 

თეგები: ფეხბურთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved