• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კადრების გასაჯაროებას გამართლებულ და თანაზომიერ ქმედებად მივიჩნევ” – კუბლაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:54 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,429

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას ეხმაურება და წერს:

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირის პერსონა ყოველთვის იყო და, ალბათ, კვლავ იქნება განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ობიექტი, განურჩევლად კონტექსტისა, ჟამისა და დროებისა…ასევე ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა გვაინტერესებდა და გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი.
ახლა, როდესაც მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, არაერთი შეცდომისა მაინც აქტიურად მივისწრაფვით ევროპისკენ, როდესაც რეგიონში არსებული უკიდურესად რთული სიტუაციის ფონზე არაერთი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს და აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადეობის მომეტებული ყურადღების და მითითებების ქვეშ ვახორციელებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლის გაცხადება და მოვლენების რეალისტურად მიტანა საზოგადოებამდე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულწრფელად ვწუხვარ, განურჩევლად იმისა თავად მიუძღვის თუ არა აღნიშნულში წვლილი. ადამიანია და ადამიანურად ვწუხვარ. ისიც აშკარაა, რომ მის პერსონალურ მონაცემებს ეხება საქმე. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასაჯაროებული ვიდეოკადრები ცალსახად მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემებს ასახავს. თავის მხრივ, ამ მონაცემთა გასაჯაროება, კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებას.
ჰქონდა თუ არა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კადრების გასაჯაროების უფლება? ამ კითხვაზე პასუხს იმავე კანონის მე-5 მუხლი სცემს, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად გათვალისწინებულია, თუ, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის დასაცავად.
ამდენად, უნდა შეფასდეს, დაცული იყო თუ არა პირადი ინტერესის დარღვევის თანაზომიერება საჯარო ინტერესთან.
უდავოა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, უკანასკნელ პერიოდში არაერთი ვერსია ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, რეალობისგან საგანგაშოდ რადიკალურად განსხავებულები.
თუ გათვალისწინებით რა მოცულობის ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ცნობების გავრცელებას, სიტუაციის დამძიმებისა და პოლიტიკური მოვლენების ესკალაციისთვის გამიზნულ ინსცენირებებს, ხოლო საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ეჭვს გარეშეა, პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამართლებულ და თანაზომიერ ქმედებად მივიჩნევ.”
თეგები: მარიამ კუბლაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved